საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ემიგრანტის საჩივრის საფუძველზე კერძო დამსაქმებელი დააკავა

0
20966

საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ემიგრანტის საჩივრის საფუძველზე კერძო დამსაქმებელი დააკავა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქის საჩივარშია აღნიშნული დასაქმებამდე ასაკოვან საბერძნეთის მოქალაქეს მისთვს უცნობი შეთანხმების საფუძველზე დაპირდა რომ ოჯახის დამხმარე სახლის საოჯახო საქმეების მომსახურების გარდა, სექსულაურ მომსახურებასაც გაუწევდა.

როგორც ჩვენი თანამემამულე აცხადებს დამსაქმებელი მას არალეგალურად , ყოველგვარი საკონტრაქტო დოკუმენტის შედგენის გარეშე, სიტყვიერად შეუთანხმდა და პირველი თვის სახელფასო სარგოს მიღების შემდგომ, რომელიც არალეგალურად მოქმედმა დამსაქმებელმა გამოართვა როგორც დასაქმების ანაზღაურება მის ზარებს იშვიათად პასუხობდა, ხოლო მას შემდგომ რაც ასაკოვანმა მამაკაცმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და დახმარებისთვის დამსაქმებელს მიმართა მან ის სიცრუეში აქეთ დაადანაშაულა და მის სატელეფონო ზარებს საერთოდ აღარ პასუხობდა, რის შემდგომაც დაზარალებულმა ემიგრანტმა უფლებადმცველ ორგანიზაციას მიმართა და მათი დახმარებით ბერძენ სამართალდამცვეელებს აღნიშნული ფაქტების შესახებ აცნობა და დახმარება ითხოვა.

საქმეს ამჟამად საბერძნეთის პოლიცია იძიებს და არალეგალურად მოქმედ სამსაქმებელს გარდა სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვისა ბრალი შესაძლოა პროსტიტუციის უკანონოდ განხორციელება-ორგანიზების მუხლითაც წაუყენონ.