იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ ახალი შეძღუდვების დამატების აუცილებლობა გამოიწვია

0
1964

17 აგვისტოდან იტალიაში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო ღამის კლუბები დაიკეტება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამასთან ქვეყანაში ახალი შეზღუდვებიც ამოქმედდება. კერძოდ, 18:00-დან 06:00 საათამდე საჯარო სივრცეებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია პირბადის ტარება აუცილებელი გახდება.

ეს წესები იტალიაში 7 სექტემბრამდე იმოქმედებს. ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ გამოიწვია. შაბათს ქვეყანაში ვირუსი 600-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა რაც 23 მაისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

ჯამში იტალიაში კორონავირუსის 253 438 შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით დღეს 4 ადამიანი დაიღუპა. ჯამში ვირუსმა იტალიაში 35 392 ადამიანი იმსხვერპლა.