ჟურნალი ,,ფესვები” – ახალი ჟურნალი ემიგრანტებისთვის

0
1040

როდესაც ბავშვი ვიყავი და ემიგრანტების ცხოვრებაზე სხვადასხვა ისტორიებს
ვისმენდი, გული სიბრალულით მევსებოდა, ბევრჯერ მიტირია კიდეც. ყოველთვის ერთი შეკითხვა მქონდა თუმცა პასუხგაუცემელი წლების განმავლობაში, რატომ მიდიოდნენ სამშობლოს და ოჯახებისვან ასე შორს?!
როდესაც საქართველოს ისტორიას ვკითხულობდი ემიგრანტების შესახებ, მაშინაც იგივე გრძნობა მეუფლებოდა, სიბრალული. ემიგრანტების მიმართ, ჩემს შეკითხვას თუ რატომ მიდიოდნენ სამშობლოსგან ასე შორს, მეორე შეკითხვაც დაემატა. ნუთუ ჰყავს ჩვენს ქვეყანას ამდენი დასაკარგი შვილი, ნუთი შესაძლებელია თაობებს ვკარგავდეთ?! ეს შეკითხვები კი პასუხგაუცემელი იქამდე დამრჩა სანამ მე თავად არ გავხდი ,,ემიგრანტი”, და არ გავიგე ამ ტვირთის სიმძიმე.
დღეს როდესაც მე თავად აღმოვჩნდი ემიგრანტი, ჩემს ორ შვილთან ერთად, მიწევს მე გავცე პასუხი ჩემი შვილების დასმულ შეკითხვას. ,,დედა საქართველოდან რატომ წამოვედით, როდის წავალთ საქართველოში?!” ამდროს ვიწყებ საჭირო სიტყვების ძებნას, რომ პასუხი გავცე შვილებს მაგრამ ვერ ვპოულობ. ისევე როგორც თქვენ ამ შეკითხვაზე პასუხი არც მე არ მაქვს.
არქიტექტორი, ჟურნალისტი, პედაგოგი, ექიმი და კიდევ ბევრი სხვა პროფესიის ადამიანი ადგა და წამოვიდა. მათ სურდათ საკუთარი თავის რეალიზება სხვა ქვეყანაში მოეხდინათ, ზოგმა შეძლო ოცნებების ასრულება ზოგმა ვერა, ვინც შეძლო
და ვერ შეძლო მაინც ყველას ერთო სტატუდი აქვს ,,ემიგრანტი”.
ჩემი შვილების წინაშე დანაშაულის გრძნობა მაქვს, არა მხოლოდ ჩემი შვილების წინაშე, არამედ ყველა იმ ბავშვის წინაშე ვგრძნობ თავს დამნაშავედ ,,ემიგრანტი”, რომ დავარქვით, ჩვენი გადაწყვეტილებით რომ გავმხდარიყავით ემიგრანნტები ამ ბავშვებს არჩევანის უფლება არ დავუტოვეთ და ვაიძულეთ მათაც ერქვათ ,,ემიგრანტი” და ისაუბრონ უცხო ენაზე.
სირცხვილია, როდესაც პირველ მეორე თაობაში მშობლიურ ენას ვკარგავთ.რას ვეუბნებით შთამომავლობას?! ვერასდროს შევძლებთ თავი ვიმართლოთ მათ წინაშე, ვერ შევძლებთ მათ ავუხსნათ, რატომ ვიყავით ისეთი სუსტები რომ მათ ემიგრანტობა ვაიძულეთ.
ვხედავთ კაცის ყოფას ამ წუთისოფელში ქართველებო, ოღონდ ეს წუთისოფელი ვისთვის დედა ვისთვის კი დედინაცვალი, ჩვენთვის ემიგრანტებისთვის კი წუთისოფელი დედინაცვლია. ველოდებით, რომ გულში ჩაგვიკრავს და ბოლოსდაბოლოს დედად გადაიქცევა მაგრამ ამაოდ.
წლები წლებს მიჰყვება და სამშობლოში დაბრუნების სურვილი უფრო ნელდება, თაობები იზრდებიან უცხო მიწაზე რაც ძალიან გულსაწყვეტია. ვხედავ ქართველები როგორ ვკარგავთ ქართველობას. რას ვუნახავთ თაობებს? არაფერს, მათ ,,ევროპელებად”, ვზრდით უცხო მიწაზე, ჩვენი ქვეყნის ტრადიციებისა და
ღირებულებების გარეშე. ქართველებო ქართველობას ნუ დავკარგავთ. გული მტკივა,
როდესაც მესმის. დედა შვილს გატეხილ დამახინჯებულ უცხო ენაზე რომ ესაუბრებადა არა ქართულად. ნამდვილად არ არის საამაყო ის ფაქტი, რომ თქვენი შვილი
ქართულად ვეღარ საუბრობს, არადა სულ ჯერ პირველი თაობაა უცხო მიწაზე.
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე თავიდანვე გასაგები რომ გახდეს, არავის
განკითხვად და ღმერთმა დამიფაროს არავის ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ, არც ემიგრანტის და არც სამშობლოში დარჩენილების. აკი ცხოვრება ურთულესი რამაა, თავის ურთულეს და უცილებელ მშვენიერებასთან ერთად, ხოლო თითოეული ადამიანის, თითოეული ჩვენგანის მისიაა მოყვასისადმი სიყვარულისა და თანადგომის გამოხატვა. მთავარია ამ მისიას ვინ როგორ ვასრულებთ.
ჩვენ ახლა უცხოეთის მზის ქვეშ ვცხოვრობთ, მოვა დრო და დავუბრუნდებით სამშობლოს, მანამდე კი ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენი ქვეყნის საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრებ ქართველებს, ძალიან ბევრი რამ, თავდაუზოგავად,
სიყვარულით, რწმენით, იმედით. ჩვენ ჩვენი სამშობლოს ,,დესპანი:, ვართ უცხო მიწაზე, ჩვენ ქართული სიტყვის თქმის ვალდებულება გვაკისრია.
სწორედ ამიტომ გადავდგი ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი და შევქმენი ჟურნალი ,,ფესვები”, ემიგრანტებისთვის. ჩვენთვის ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის, მინდა ეს ჟურნალი ჩვენს თაობებს დავუტოვოთ და მათ კიდევ მათ თაობებს. ჩემი სურვილი და მიზანი მხოლოდ ემიგრანტების ერთ სივრცეში მოგცევაა და ქართული საქმის თქვენთან ერთად კეთრბა. მინდა ამ ჟურნალის საშვუალებით ხმა მივაწვდინოთ მსოფლიოს ყველა კუთხეში მყოფ ემიგრანტს. ამას კი მარტო, თქვენი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებ. მინდა გთხოვოთ გავერთიანდეთ ამ მართლაც პატრიოტულ საქმეში იმისთვის რომ ჩვენ თაობებს რაღაც ქართული დარჩეთ უცხო მიწაზე.
შენ ვისაც უცხო ჭერის ქვეშ, უცხო მიწაზე, უცხო მზე გათბობს, მოგმართავ
თხოვნით. შეიტანე შენი წვლილი ამ დიდი საქმეში. რათა ღრმად გავიდგათ ფევები, უცხო მიწაზე ერთად ვაშენოთ ქართული მომავალი.

ფიქრია რობაქიძე .