17 სექტემბერს ათენიდან სამშობლოში ჩარტერული რეისით 180 მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდება

0
1246

17 სექტემბერს ათენიდან სამშობლოში ჩარტერული რეისით 180 მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდება,როგორც ცნობილია აღნიშნული დადასტურებული რეისი ათენიდან-თბილისის მიმართულებით ბოლო ინფორმაციით სექტემბრის თვეში ბოლოჯერ შესრულდება. მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულარული ფრენები 1 ოქტომბერს არ განახლდება ვინაიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და ის 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლითმოქმედებს.

ჩარტერის განმახორციელებელი კომაპიის გადაწყვეტილებით 28 სექტემბერს  მხოლოდ თბილისი-ათენის რეისიც შესრულდება. (მხოლოდ გამყვანი) თბილისიდან  გაფრენის დრო 04.30 გამთენიისას. რეგისტრაცია 3 საათით ადრე. აუცილებლად უნდა იქონიოთ QR კოდი (ივსება ონლაინ ), კოდის გარეშე ვერ იმოგზაურებთ.‼️‼️‼️ ბარგი 1 ნაჭერი 23კგ-მდე შედის ბილეთის ღირებულებაში. 1 ხელჩანთა, (covid 19-ის ბორტზე ხელჩანთის ატანის რეგულაციაა), მგზავრობის მთელ მანძილზე ნიღაბი აუცილებელია.