საბერძნეთის რომელ ტერიტორიებზე იწყება შვიდ დღიანი კარანტინი

0
2657

ახაიას რეგიონალური განყოფილება და იანინას მუნიციპალიტეტში მინი კარანტინი იწყება, როგორც ამას აცხადებს სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნო. საგანგებო ზომები მოქმედებს შვიდი დღის განმავლობაში 06-10-2020 სამშაბათიდან 12-10-2020 ორშაბათამდე.

საგანგებო შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო დაცვის ოპერაციების ცენტრში და ახალი ეპიდემიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც გაჩნდა ახაიას უფრო დიდ არეალში, აგრეთვე იანინას მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის და კრიზისების მენეჯმენტის ნიკოს ხარდალიასის ბრძანებით ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის ახალი კორონავირუსის შესახებ წინადადების საფუძველზე და სამოქალაქო დაცვის გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, ვასილიოს პაპაგეორგიუ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული რისკის მოგვარების გადაუდებელი მიზეზების გამო, განსაკუთრებით კი COVID-19 დაავადების შედეგების გავრცელების შეზღუდვის მიზნით, გატარებულია შემდეგი შემაკავებელი ზომები, რომლებიც გამოიყენება ახაიას რეგიონალურ განყოფილებაში და იანინას მუნიციპალიტეტში.

აკრძალულია ნებისმიერი სახის ღონიძიება როგორიცაა წვეულებები, სავაჭრო ბაზრები, მსვლელობები და ა.შ

აკრძალულია ცხრაზე მეტი ადამიანის მეტის შეკრება როგორც ღია ისე საჯარო სივრცეებში.

სასადილო პუნქტებზე აკრძალულია 4ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება გარდა იმ შემთხვევებისა თუ ისინი არ არიან პირველი ხარისხის ნათესავები.

სავალდებულოა ნიღბის გამოყენება როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში.

ზემოაღნიშნული შემზღუდველი ზომები მოქმედებს შვიდი დღის განმავლობაში სამშაბათიდან 06-10-2020 წლიდან, ორშაბათამდე 12-10-2020 წლამდე.