ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შემთხვევების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. ორგანიზაციის ცნობით, 2015-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ჯამში, 11 428 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, 2015 წელს - 3 688 საქართველოს მოქალაქე; 2016 წელს - 3 601; 2017 წელს კი - 4 126 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც დეპორტაციის...
ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი შესაძლოა უახლოეს მომავალში დღის წესრიგში დადგეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვის ზრდის ტენდენცია არ შეიცვლება. ხვალ ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფი ევროპულ საბჭოს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოხსენებას წარუდგენს. სწორედ ამ მოხსენებაში გამოთქვამს უკმაყოფილებას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა იმის გამო, რომ საქართველოდან...
სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნადაა დასახელებული, დანაშაულის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით    ცნობილი სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს ცხოვრების ღირებულების ინდექსის თანახმად, საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე  ქვეყნების ათეულში  მოხვდა. ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. ცხოვრების ღირებულების...
როგორც ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის განცხადებიდან ხდება ცნობილი ათენში თანამემამულეების დასახმარებლად ახალი სამოქალაქო ინიციატივა ამოქმედდა აღნიშნულ განცხადებაშია ნათქვამი :,, GDCC- განცხადება ათენში საქართველოს მოქალაქეთა დახმარების შესახებ 22 მარტის მდგომარეობით.როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო პანდემიის COVED-19 დაწესებული რეგულაციების და საერთაშორისო ფრენების შეწყვეტის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამჟამად...
ნინო წილოსანი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი სოციალურ ქსელში განცცადებას ავრცელებს ესტონეთში ვიზიტთან დაკავშირებით. ის ესტონეთში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა: "ესტონეთში, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს შევხვდით. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა, რადგან ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ხედვა და საქართველოს სამომავლო, კონკრეტული ნაბიჯები...
საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორულ ორგანიზაციათა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, შესაბამისად, საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ყოველი თვის პირველ და ბოლო პარასკევს, გაიმართოს შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან, სადაც მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მიეწოდებათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და ამავდროულად,...
ყურადღება!ქ. ბარსელონაში დადასტურდა კორონავირუსის ერთი შემთხვევა. ახალგაზრდა ქალბატონი მოთავსებულია „ჰოსპიტალ კლინიკ“-ში. შემოწმებულია ყველა, ვისაც ქალბატონთან კონტაქტი ჰქონდა. ისინი ჯანმრთელები არიან, თუმცა 14 დღე უნდა დაჰყონ იზოლირებულად სახლებში.კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, პირებმა, რომელთაც აღენიშნებათ კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, სასწრაფოში მისვლამდე უნდა დარეკონ ნომერზე 061.
2018 წლის, 26 აპრილს, პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, ვარშავის უნივერსიტეტის მოხალისეთა ცენტრში, ქედი-ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის მხადაჭერით და პოლონურ - ამერიკული თავისუფლების ფონდის RITA პროგრამის დაფინანსებით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული დამწერლობის ვორკშოპი, ღონისძიება აგრეთვე ეძღვნებოდა საქართველოს 100 წლის იუბილეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. ვორკშოპი ჩატარდა ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტების...
მესაზღვრეებს რომ ეჭვი არ გასჩენოდათ, ბრალდებულებს არალეგალები „ლუქს“ კლასის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაჰყავდათ    საქართველოს, სომხეთის და საბერძნეთის მოქალაქეები თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მიგრანტთა არალეგალური გადაყვანის ფაქტზე დააკავეს, იუწყება  უცხოურ მედიაზე დაყრდნობით. ბერძენმა პოლიციელებმა სულ 11 პირი დააკავეს, რომლებმაც, გამოძიების მონაცემებით, 2017 წლის თებერვლიდან საზღვარზე უკანონოდ 360 ადამიანი გადაიყვანეს. აღინიშნება, რომ გონებამახვილ თაღლითებს ადამიანები „ლუქს“...
963 განხილული მიმართვიდან, შვედეთმა 2017 წელს თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა. შესაბამისი სტატისტიკა შვედეთის საიმიგრაციო სააგენტომ გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, შარშან შვედეთში თავშესაფარი სულ საქართველოს 1105 მოქალაქემ მოითხოვა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს სირია, ერაყი, ერიტრეა და ავღანეთი უსწრებენ. შედარებისთვის, 2016 წელს 738 მიმართვა დაფიქსირდა. 1 192 განხილული საქმიდან კი მხოლოდ 16 დაკმაყოფილდა. ევროკავშირის...