11 ივნისს ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში გაიმართება წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ალექსანდრე მიქაბერიძე, გამომცემელი ცირა კემულარია, ხოლო წიგნი ხელოვნების სასახლეში თქვენი მონა მორჩილის რედაქტორობით მომზადდა, გამოცემას შესანიშნავი დიზაინერობა ირაკლი ზამბახიძემ გაუწია. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორის განცხადების თანახმად ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში ქართული ანბანის და მასზე შექმნილი წიგნის...
გაიცანით მუსიკოსი, კლარნეტისტი ლევან ცხადაძე, რომელიც უკვე 13 წელია ოჯახთან ერთად ამსტერდამის შუაგულში ცხოვრობს და მან ჰოლანდიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროფესია შეიძინა. თუ ამსტერდამში მოხვდებით აუცილებლად შეიარეთ რესტორანში “ბატონი ხინკალი” და ხინკალთან ერთად, ვაიფაის პაროლი იკითხეთ. უყურეთ მთლიან ინტერვიუს: https://www.facebook.com/MOVEMENTTV/videos/374232989653307/   წყარო: The Movement TV
მეგობრებო ბერლინში 6 აპრილიდან 10 აპრილამდე არ გამოტოვოთ ქართველი დიზაინერების პირველი ოფიციალური შოურუმი!   დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/events/179283989525017/
სოციალურ ქსელში გავრცელდა მეტროში გადაღებული ვიდეო, სადაც თეა დარჩია ცეკვავს და მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი „კარმენს“ ასრულებს. სკამებზე სხედან მუსიკოსები. დამსწრე საზოგადოებას შორისაა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. ანიტას თან ახლავს თავისი საყვარელი ძაღლიც. https://www.facebook.com/tea.darchia.391/videos/424470271721043/ ეს ვიდეო თეა დარჩიამ გადასაღები მოედნიდან გაავრცელა. პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე საფესტივალო კლიპს იღებს. ვიდეოში ახალი თაობის მუსიკოსები უკრავენ, რომელთა...
სპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოღვაწე მოკრივე, ქვემო სვანეთის სოფელ ბაბილის მკვიდრი, ირაკლი ქურასბედიანი, დღეს საფრანგეთის ქალაქ ბეზიერში მედიტერანეს ქამარზე გამართავს ბრძოლას. ბრძოლა საფრანგეთის დროით 11 საათზე გაიმართება. ირაკლი ქურასბედიანს მოყვარულ მოკრივეებს შორის მოგებული აქვს ესპანეთის თასი, მეგობრობის საერთაშორისო ტურნირი და რამოდენიმეჯერ კატალონიის რეგიონის ტურნირი. წყარო:https://newsmedia.ge/
შვედეთში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა ლევან ციქურიშვილმა ცნობილი შვედი მუსიკოსის Avicii-ის კლიპისთვის "Lonely Together" MTV-ის ჯილდო მიიღო. ლევან ციქურიშვილის გადაღებულია ასევე დოკუმენტური ფილმი "Avicii: True Stories". https://www.youtube.com/watch?v=vQ3XgMKAgxc
ქართველი ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი  თავის ქვეყანას მთელ მსოფლიოს აცნობს და შეუდარებელი შესრულებით მონუსხულს ტოვებს  უცხოელ მსმენელს. მრავალ ჯერ დაჯილდოვებული მსოფლიო მვნიშველობის  ქართველი მეცო-სოპრანო ამ ჯერად ათენს ესტუმრება და  27, 29 და 31 ივლისს  ჰეროდუსის თეატრის (Odeon of Herodes Atticus)   სცენაზე, ჯორჯ ბიზეს ოპერაში "კარმენი" მთავარ პარტიას  შეასრულებს.   დასაწყისი 21.00სთ-ზე....
მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინოს სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა. ორდენი იტალიასა და სხვა სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის გაიცემა. ხვალ, 8 დეკემბერს, 19:00 საათზე იტალიის ელჩი საქართველოში, მის რეზიდენციაში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ოფიციალურ  მიღებაზე, ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვებს. ცერემონიალს ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები...
ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამშემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის, „ევროპა ნოსტრას” ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის კონსერვაციის კატეგორიაში გამარჯვებულთა შორის მოხვდა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა....