საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განცხადება გაავრცელა და აცხადებს რომ მისთვის გაუგებარია ემიგრანტების აღშფოთება და მით უფრო მის მისამართით ვინაიდან მისი მოსაზრებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს იცავს და აცხადებს:,, საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რათა შემცირდეს უკანონო მიგრაცია და ამის შედეგად საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის...
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას...
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები,ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ და ემიჯნებიან მოთხოვნებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცალკეული ზომების გატარებას. საბერძნეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების...
  ირაკლი ღლონტი პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს ემიგრანტები და ქარტული დიასპორის წინაშე მდგარი პრობლემები მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ახსოვდეთ  მისი განცხადებით: ,, ემიგრანტების წინასაარჩევნოდ გახსენება, ისეთივე ამორალობა და უზნეობაა, როგორც ბევრი რამ, რომელსაც ე.წ. პოლიტიკოსები ტრადიციულად სთავაზობს ჩვენს ხალხს. ემიგრანტებს მაშინ სჭირდებოდა თქვენი მხარდაჭერა და თქვენგან ყურადღება: 1. როცა პრაქტიკულად ყველა...
ათენში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ საკონსულო რეგისტრაციაზე დადგნენ და მიიღონ არჩვენეში მონაწილეობის უფლება, რისთვისაც ისინი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობენ. საინიციატივო ჯგუფის სახელით საჯარო განცხადებაც გავრცელდა:,, როგორც მოგეხსენებათ 28 ოქტომბერს ტარდება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები....
იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს საყურადღებო რჩევას აძლევს იტალიაში მოღვაწე კულტურათაშორის მედიატორი თეონა კასარელი როგორ უნდა შეამოწმონ მათ ლეგალიზაციის მოთხოვნის პრაქიკული პროცესი. თუ როგორ შევამოწმოთ ლეგალიზაციაზე გაგზავნილი პრაქტიკა და თუ რომელ ბიუროკრატიულ საფეხურზეა ის ამისათვის საჭიროა დაინტერესებული პირი შევიდეს...
გვსურს გამოვეხმაუროთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც უწყების მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის რეადმისირებულ პირთა მიმართ საჯარიმო სანქციების დაწესება. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებები და ვიზალიბერალიზაცია ეს არის ქართული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც სჭირდება დაცვა და გაფრთხილება, თუმცა იმ...
"გეორგიას“ პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას განცხადებით, უკრაინაში დიასპორებთან მიმართებაში დგას რიგი პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მათი მუშაობის შეფერხებას და ხელისშეშალს, სხვადასხვა პოლიტიკური თუ პირადული ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები ხელს უშლიან დიასპორული ორგანიზაციების გამართულ მუშაობას და აფერხებენ კვალიფიციურ მუშა პროცესს, ამის შესახებ განცხადება მან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სრულიად უკრაინის...
საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი იურისტის და არასამთავრობო ორგანიზაცია AFG -ს  აღმასრულებელი დირექტორის ნუგზარ სულაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 22 აპრილს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, ხმა მისცა იმიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონპროექტს. ახალი კანონით  შემცირდა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა დოსიეს განხილვის ვადა და 11 თვის ნაცვლად განისაზღვრა 6 თვე. ცვლილებები შეეხო ასევე ქვეყნიდან გაძევების...
“გაჭირვებამ და უმუშევრობამ წლების წინ ათასობით ჩვენი თანამემამულე წაიყვანა უცხო მხარეში გადარჩენისთვის, ოჯახების რჩენისთვის. მათ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია, თუმცა საკუთარმა სახელმწიფომ ვერ შეძლო მათი სათანადოდ დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს უსაზღვროდ უყვართ თავისი ქვეყანა, და თუ ჰკითხავთ, რა არის მათი ოცნება, უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ მათი ოცნება სამშობლოში დაბრუნება...