გუშინ იტალიის რესპუბლიკაში კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბარიში საქართველოს მოქალაქე ლია გავაშელი გარდაიცვალა. ჩვენი თანამემამულე დაახლოებით 58 წლის იყო და მისი გარდაცვალების მიზეზი როგორც ახლობლები აცხადებენ სიმსივნე გახდა. ლია გავაშელის ცხედრის სამშობლოში გადასვენების პროცედურები დაწყებულია და მას უახლოეს დღეებში მშობლიურ მიწას მიაბარებენ.
ლარნაკას აეროპორტში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. როგორც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი კვიპროსში ქალაქ ლარნაკაში 4 სექტემბერს ქუთაისი - ლარნაკას რეისის , საქართველოს სამი მგზავრი, საქართველოს მოქალაქეები მაკა შარვაძე, აგნეტა კრენშტეინი და კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე ნეიროქირურგი ელენე გ. დააკავეს და სადეპორტო განყოფილებაში გადაიყვანეს, როგორც...
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა  ვებ-გვერდი: https://www.geoconsul.gov.ge   რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში. ვებ-გვერდი https://www.geoconsul.gov.ge შეიცავს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ არაერთ  საჭირო ინფორმაციას. ვებ გვერდის  საშუალებით გამარტივდა ასევე მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურებათა მიღების პროცესი, ვინაიდან შესაძლებელია ეს...
იტალიის ქალაქ ნაპოლში ემიგრანტები ნატო ცინაძე და სევდია შავერდოვა დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ რომ დამსაქმებელმა მათი უფლებები უხეშად დარღვია. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახში სადაც მუშაობდნენ და იყვნენ დასაქმებულები მოხდა ძარცვა და მათი უფლებების დარღვევაც სწორედ აქედან იწყება, როგორც ქართველი ქალბატონების ახლობელი ამბობს...
ათენში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადასვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს. აღნიშნული ინფორმაცია ათენში საქართველოს საკონსულოში დაასტურეს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული განცხადება ათენში გარდაცვლილი მარინა კლდიაშვილის  გადასვენის შესახებ უკვე დადასტურებულია და საკონსულო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენების პროცედურების შესრულებას...
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის ინცორმაციით მილანის პოლიციამ „ინტერპრესნიუსს“ იტალიის შს მინისტრის მშობლების ბინის ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გარკვეული მასალები მიაწოდა იტალიის ქალაქ მილანის პოლიციამ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ქვეყნის შს მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების ბინის ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გარკვეული მასალები მიაწოდა. როგორც მილანის პოლიციამ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, დაკავებულები არიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები:...
ბერძნული პრესის ცნობით ათენში მოკლული გოგონა ივნისში 41 საქართველოს მოქალაქესთან ერთად სპეც ოპერაციისას იყო დაკავებული. როგორც ბერძნული მედია საშუალება http://newsotherwise.blogspot.com იტყობინება მოკლული სოფო შაშიაშვილი მალევე გაანთავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან და ის ათენის ატიკის რეგიონის პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს განძრახ მკვლელობის კუთხით...
სა­ბერ­ძნეთ­ში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი სოფო წიკ­ლა­უ­რია, მას 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა. AMBEBI.GE ათენ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ემიგ­რან­ტის მე­გო­ბარს ქე­თე­ვან ძი­გუ­ას და­უ­კავ­შირ­და. "სო­ფოს ერ­თა­დერ­თი სა­უ­კე­თე­სო, უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ვარ, ერ­თმა­ნე­თის­თვის დე­ბი­ვით ვი­ყა­ვით. 5 წე­ლია, ორი­ვე ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში ვართ სა­ბერ­ძნეთ­ში. სო­ფოს ჰყავს 2 თვის პა­ტა­რა ალექ­სან­დრე. სო­ფოს გვა­რი არის შან­ში­აშ­ვი­ლი, წიკ­ლა­უ­რი...
გუშინ, 11 დეკემბერს დილით თურქეთის დედაქალაქში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის  ეთერ ქობულაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ახლობლებს გარდაცვალების მიზეზებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. აღსანიშნავია რომ , იგივე მიზეზი დასახელდა ათენში რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის - მარინა...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით :„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა, სახელმწიფოს დაფინანსებით, 2015 წლიდან ამოქმედდა და წელს მისი...