თინა კანდელაკი რუსეთში „ლა ლიგას“ წარმომადგენელი. ამის შესახებ ჟურნალისტმა თავის Instagram-ზე დაწერა.
კანდელაკი „ვილიარეალი“ „სოსიედადსის“ შეხვედრას დაესწრო. 18 აგვისტოს გამართულ პრიმერა დივიზიონის მატჩს “ესტადიო დე ლა კერამიკას“ სტადიონმა უმასპინძლა.
ცნობილია, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 21 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენელი აირჩია.
თინა კანდელაკი რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. დღეს ის Match TV-ს გენერალური პროდიუსერია.
რამდენიმე დღის წინ პირაპირ ეთერში „ლა ლიგას“ მატჩების გადაცემის...
2017 წლის 14 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში საქართველოს საელჩოს სახელით საშობაო მიღება და ცნობილი ქართველი ჯაზის შემსრულებლის ბექა გოჩიაშვილის საღამო გაიმართა.
საზეიმო მიღება საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ბექა გოჩიაშვილის ვირტუოზულმა შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
მიღების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.
ღონისძიებას...
თურქული პრესის ინფორმაციით, პოლიციამ ორდუს პროვინციაში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომლის წევრები სპირტიან სასნელებს კუსტარული წესით ამზადებდნენ და ჰყიდდნენ.
როგორც გაზეთები "სთარი" და "ვათანი" იუწყებიან, "ქართველი არყისმხდელების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია პოლიციამ საკმაო ხნის თვალთვალის შემდეგ დაიწყო. სახლში შესვლის შემდეგ გაკვირვებული პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ: კარადის უკან საიდუმლო კარი იპოვეს, რომლის...
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.პრემიერმა პატივი მიაგო ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას.
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო. მას ეს თანამდებობა პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, 1993-1997 წლებში...
მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დარახველიძის თქმით, შსს მზადაა, დაეხმაროს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების...
2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგან მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და შენარჩუნება. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს.
დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის.
ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს,...
2017 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს საელჩოში ლონდონში მცხოვრები ქართველი მხატვრის ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის გამოფენა გაიმართა. გამოფენის სახელწოდებაა „სახლში, სამშობლოდან შორს“ და მასზე ძირითადად წარმოდგენილია ბრიტანეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ემიგრანტების პორტრეტები. საღამოზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და საზოგადოებას თავად მხატვარი წარუდგინა, რომელმაც თავისი შემოქმედებისა და კონკრეტულად...
ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნა დაახლოებით 40 ქვეყანაში იგეგმება.
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით...
რუსეთში აღსრულებული წმიდა თამარ აღმსარებლის წმიდა ნაწილები საქართველოს ეკლესიას გადაეცა.სქემ-იღუმენია თამარ მარჯანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2016 წლის 22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე წმინდანად შერაცხა და მას ღირსი თამარ აღმსარებელი უწოდა.
„ჩვენ ვითხოვდით მისი წმინდა ნაწილების გადმოცემას და აი, დღეს, 10 დეკემბერს, რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) და...
უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს წარდგინებითა და უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის განკარგულებით, ქართულ -უნგრული ურთიერთობების
განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კომანდორის ჯვრით - უნგრეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველოს ელჩს ღირსების ორდენი გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟოლტ ჩუტორამ.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის საგარეო უწყების და...
































