აშშ-ში ქართველი კანდიდატი აირჩიეს
აშშ-ში, ნიუ იორკში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის წევრი ქვეყნების მე-20 შეხვედრაზე გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი, დოქტორი ლია ნადარაია, 2019-2022 წლების ვადით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრად აირჩიეს.
საქართველოსთან ერთად, კომიტეტში არსებულ 12 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 16 ქვეყნის კანდიდატი.
არჩევნების შედეგად, კომიტეტის წევრებად არჩეულ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დაუკავშირდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის...
,, ათი წლის ემიგრაციის შემდეგ შარშან პირველად ვეწვიე ჩემს სამშობლოს დიასპორის სამინისტროს მოწვევით. ეს გახლდათ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღეები. წელს ,,წარმატებული ემიგრანტი ქალის"(პროექტის ავტორი ქალბატონი ინნა ასანიძე) დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად უკვე ჩემი სურვილით ჩავედი და რადგან ჩავედი, მეც გადმომეცა მადლობის სიგელი . ისევ სიხარული და აღიარება. ემიგრანტს მეტი რა...
2017 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს საელჩოში ლონდონში მცხოვრები ქართველი მხატვრის ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის გამოფენა გაიმართა. გამოფენის სახელწოდებაა „სახლში, სამშობლოდან შორს“ და მასზე ძირითადად წარმოდგენილია ბრიტანეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ემიგრანტების პორტრეტები. საღამოზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და საზოგადოებას თავად მხატვარი წარუდგინა, რომელმაც თავისი შემოქმედებისა და კონკრეტულად...
უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოვებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უეფას ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს. "ლგბტ საზოგადოების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის, გურამ კაშია #EqualGame-ის პირველ ჯილდოს მიიღებს", - წერია უეფას განცხადებაში.
UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე გურამ კაშიას სტატიაც მიუძღვნეს. სტატიაში ნათქვამია, რომ გურამ კაშიას ჯილდო...
"რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს - ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის, პოლონეთის ამ მთავრობისა. ამ მთავრობის წევრია ბატონი სიკოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ...
პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ემიგრაციაში ყოფნის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს იმდროინდელი სამფერიანი დროშა მისთვის ყოველთვის იქნება ახლანდელი დროშის გვერდით. ზურაბიშვილის თქმით, ეს ორი დროშა განუყოფელია და საქართველოს დამოუკიდებლობას წარმოადგენს: ,,მე გავიზარდე ემიგრაციაში, საფრანგეთში, სადაც სხვა ვეტერანებს ვიცნობდი, მაგალითად შეფიცულებს, რომლებიც საქართველოს ხსოვნას ატარებდნენ. სამწუხაროდ, მათი ბრძოლა გამარჯვებით...
საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი თამარ მიქელაძე პარლამენტის ყფილ თავმჯდომარეს მიმართავს და მისი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს: ,,ცხვრის ტყავში გახვეული მელა, შენს კისერზეა ის ორი გვამი, სახურავებზე რომ შემოაწყობინე გაავებულ მიშაზს ზონდერებს! შენს კისერზეა ასობით დასახიჩრებულ დასისხლიანებული გულანთებული საქართველოს პატრიოტები! ნინო ბურჯანაძემ პასუხი უნდა აგოს 26 მაისის მოვლენებზე!...
ავსტრალიაში, ქ. მელბურნში (ვიქტორიის შტატი) საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიქტორიის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ქ. მელბურნში მცხოვრები თანამემამულეები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, რომელმაც ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო კონსული, პიტერ მაკმალენი წარადგინა.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ქ. მელბურნში არსებულმა ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა...
უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ვოკალისტმა ქართულ ენაზე ბერძენი მომღერლების შემდგომ ფერადკანიანი მოსწავლეებიც ამაღერა, ირმა აროშვილი-მატაკაკი ქართველი ემიგრანტია საბერძნეთში, რომელსაც ბერძნული მუსიკალური სამყარო იცნობს, როგორც უნიჭიერეს მუსიკოსს. ირმა საქართველოში ქალთა კვარტეტს "ხმები" ხელმძღვანელობდა და ახლა წლებია საბერძნეთის დედაქალაქში საკუთარ მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს. მის სახელს არაერთი ინოვაციური პროექტი უკავშირდება და არაერთი უცხოელიც...

































