18 თებერვალს ათენში შედგა სადისკუსიო შეხვედრა, რომელიც ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის საკითხებზე ემიგრანტთა ინფორმირებასა და აღნიშნულ საკითხზე ემიგრანტების მოსაზრებებს ეხებოდა. დისკუსიას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი წარმართავდა, რომელმაც საბოლოო შემაჯამებელი განცხადება გააკეთა და შემდგომ სოციალურ ქსელშიც გაასაჯაროვა.
,, მიგრაცია არის თანამედროვე მსოფლიოს ის მოცემულობა რომელიც მსოფლიოს მთავრობებმა მიიღეს...
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის , გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მიუნხენის ქართული სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე საჯაროდ წერს რომ უცხოეთში არსებულ სამრევლოებს დაფინანსება საერთოდ არ აქვთ და ამ მხრივ ყურადღებას საჭიროებენ: ,,კვლავ 0 თეთრი დახმარება გერმანია-ავსტრიის სამრევლოებს ! ისევ 26 მილიონი წლიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებს, კიდევ დამატებით...
დიასპორა უნდა იყოს მთავრობის და ზოგადად მთელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ათწლეულებში არსებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ აიძულა ბევრი ადამიანი, რომ საზღვარგარეთ წასულიყო.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში მოვახდინოთ უკეთესი ინტეგრირება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების. მე აქ ძალიან ბევრ შესაძლებლობებს ვხედავ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა სასტარტო კაპიტალისა და საბანკო-საკრედიტო დაზღვევის...
იტალიაში პოლიციამ 52 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც იტალიური მედია წერს, ბრალდებულს მოხუცის არასათანადო მოპყრობაში და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
90 წლის პენსიონერთან, რომელსაც სხვადასხვა პათოლოგია აწუხებდა, მომვლელს კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა, რაც ნათესავებმა და ახლობლებმა შენიშნეს. აქედან გამომდინარე, ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ და პირველადი გამოძიება დაიწყეს.
როგორც მედია წერს, სათვალთვალო ვიდეოთი და ჩვენებებით,...
სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოდან ინფორმაციით, კერძო სახლში თურქეთის მოქალაქის და საქართველოს მოქალაქის ცხედრები იპოვეს და ორივენი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.
საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.
„გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით...
,, მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო მარიამობა ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალსა და სოხუმში, განსაკუთრებული სითბოთი მინდა, მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში პატივი მიაგო ქართული წარმოშობის მეცნიერის, ქ.სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის მიშელ მუსხელის (1903-1964) ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გამოჩენილი მეცნიერის საფლავი. აღსანიშნავია, რომ მიშელ მუსხელი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ერთიანი ევროპის იდეას ჩაუყარა საფუძველი. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპის საბჭოსთან საქართველოს...
საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი პროექტის მონაწილე ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს და ერთთვიანი კურსის მიზანია ფერეიდნელ ქართველებს შეასწავლონ ქართული ენა და ხალხური სიმღერა, გააცნონ საქართველო და დააახლოვონ სამშობლოს.
გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილეებს თანატოლებთან მჭიდრო კონტაქტების გაბმა და საქართველოს კულტურისა და ყოფის...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, ყოველწლიური ახალგაზრდული ბანაკის პროგრამაში 2018 წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან გახდა ცნობილი მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის მომავლის ბანაკში დაისვენებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში, ბელგიის სამეფოში,...
19 წლის სოფო აბაშიძე, ახლა თურქეთში თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, აღნიშნული ფაკულტეტიც სწორედ რელიგიის გამო აირჩია, ამბობს, რომ “რელიგიები ერთმანეთისგან ტრადიციებით, შინაარსით, სიძველითა და ფილოსოსოფიური სიღრმეებით განსხვავდება, მეც ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი რელიგიური საკითხებით, ზუსტად ეს გახდა მიზეზი თუ რატომ ავირჩიე თეოლოგია..”
სოფომ სკოლის დამთავრების შემდეგ, დაიწყო თავსაფრის ტარება, გადაწყვეტილება არავის დაძალებითა...

































