2018 წელს 2017 წელთან შედარებით 200%-ით არის გაზრდილი საზღვრიდან ჩვენი მოქალაქეების უკან მობრუნება. იმატებს ასევე თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებლები. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ სახელმწიფო ნება ვაჩვენოთ. ვაჩვენოთ ის, რომ უკანონო მიგრაციას ხელს ვერ შევუწყობთ- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. პარლამენტი მეორე მოსმენით, სისხლის...
CNN- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პაპი ფრანცისკე მიგრანტების მიმართ მკაცრ პოლიტიკას კათოლიკური ფასეულობებისთვის მიუღებლად მიიჩნევს, რომის პაპმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის "ნულოვანი ტოლერანტობის" საიმიგრაციო პოლიტიკაც გააკრიტიკა.
Reuters-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში კი პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ამერიკელი კათოლიკე მღვდლების განცხადებას, რომელშიც მექსიკელი მშობლებისა და მათი შვილების განცალკევება "ამორალურ ფაქტად" და...
ბრიუსელი -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაოსაქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან,პარასკევი მიხუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ევროკომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად უზრუნველყოფის კუთხით.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მრავალწლიანი ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმების შედეგია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს...
ბათუმი დაჯილდოებაზე – World Travel Awards ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. მიიღებს თუ არა ბათუმი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს, 8 ივნისს, მადეირაზე გაირკვევა. ბათუმის კონკურენტები არიან: სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა-ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია).
28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის...
"ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესესებულებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების სრული პირადი შემოწმება გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას. ამის შესახებ მათ მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მონიტორინგი ჩატარდა სასჯელაღსრულების...
ავიაკომპანია "Flydubai" ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს.
ავიაკომპანია “Flydubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ...
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 16 დეკემბერს ყოფილი მეფის მიხაილ -ის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. BBC-ის ცნობით, ყოფილ მონარქთან გამოსამშვიდობებლად, ბუქარესტში ჩავიდნენ ესპანეთის მეფის და ბრიტანეთის პრინცის ჩარლზის წარმომადგნელები. საქართველოდან დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერი, პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ესწრებოდნენ.
რუმინეთის ყოფილი მეფე მიხაილ...
სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოდან ინფორმაციით, კერძო სახლში თურქეთის მოქალაქის და საქართველოს მოქალაქის ცხედრები იპოვეს და ორივენი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.
საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.
„გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით...
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, წიგნს გერმანულად გამომცემლობა Hanser Literaturverlag-ი გამოსცემს. მის თარგმანზე კი სუზანა კიმი და ნიკოლოზ ლომთაძე იმუშავებენ.
გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „სამოსელი პირველი“ არის თავგადასავლის მაძიებელ დომენიკოზე, რომელზეც ძლიერ იმოქმედა...
თინა კანდელაკი რუსეთში „ლა ლიგას“ წარმომადგენელი. ამის შესახებ ჟურნალისტმა თავის Instagram-ზე დაწერა.
კანდელაკი „ვილიარეალი“ „სოსიედადსის“ შეხვედრას დაესწრო. 18 აგვისტოს გამართულ პრიმერა დივიზიონის მატჩს “ესტადიო დე ლა კერამიკას“ სტადიონმა უმასპინძლა.
ცნობილია, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 21 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენელი აირჩია.
თინა კანდელაკი რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. დღეს ის Match TV-ს გენერალური პროდიუსერია.
რამდენიმე დღის წინ პირაპირ ეთერში „ლა ლიგას“ მატჩების გადაცემის...

































