საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მდგრადი ურთიერთოებების განვითარება;
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა;
დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და წარმოება;
საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეების მიერ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა;
საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა;
ემიგრანტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
დიასპორასთან დაკავშირებული...
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა.
"თქვენ დღეს უნდა იყოთ სწორედ აქ, სადაც სამშობლო ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის...
17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სოფლებში გოჩა-ჯიხაიშსა და ივანდიდში მცხოვრებ სამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის სასკოლო და ბაღის ასაკის 12 ბავშვს სასკოლო ჩანთები და საჭირო ნივთები მიუტანა.ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა, საქველმოქმედო საჩუქრების...
გერმანული ტელეკომპანია „მითელდოიჩერ რუნდფუნკმა“ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის რეადმისიის საკითხში არსებულ თანამშრომლობას ეხებოდა.
სიუჟეტში საუბარია, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისის ფონზე, საქართველო იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოქმედებდეს ლტოლვილთა წარმოშობის ქვეყანასთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულება. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ გერმანიის უწყებები სწრაფად ღებულობენ ამა თუ იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო...
სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პირველ ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას სახელმწიფო ჯილდო - გვანგვას მედალი (Gwanghwa Medal – The Order of Diplomatic Service Merit) გადაეცა.
გვანგვას მედალი, კორეის რესპუბლიკის უმაღლესი რანგის სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც გადაეცემა უცხოელ სამოქალაქო პირებს, ძირითადად პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, კორეის რესპუბლიკასთან დიპლომატიური კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში...
ა.წ. 14 დეკემბერს ხაიფას უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების“ (Child Development) საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სწავლების კურსის დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ხაიფას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. რონ რობინმა და “Vital Capital’-ის ფონდის დამფუძნებელმა, ეიტან სტრიბემ. აღსანიშნავია, რომ ისრაელური მხარის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ორი ქართველი სტუდენტი: ლიკა...
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და ახალი და საინტერესო ინიციატივით გამოდის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორასთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის მიზნით, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის დაწესდა კონკრეტული თარიღები.
ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრების...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმააზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, კომიტეტის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე ესწრებოდნენ, მხარეებმა აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის პრობლემატიკა განიხილეს. საუბარი ქალაქ...
არაოფიციალური მონაცემებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დაახლოებით, 30 000 ქართველია. ისინი, ძირითადად, ბერლინში, მიუნხენში, შტუტგარტსა და ჰამბურგში ცხოვრობენ. მათ უმრავლესობას სტუდენტები, მეცნიერები, “Au pair” პროგრამის მონაწილეები შეადგენენ.
გერმანიაში ჩვენი თანამემამულეების მიერ დაარსებული ქართული დიასპორული გაერთიანებები სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებენ. დიასპორული ორგანიზაციების მიზანია იქ მცხოვრები ქართველების შეკავშირება, მომავალ თაობაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება...
სოციალურ ქსელში გავრცელდა მეტროში გადაღებული ვიდეო, სადაც თეა დარჩია ცეკვავს და მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი „კარმენს“ ასრულებს. სკამებზე სხედან მუსიკოსები. დამსწრე საზოგადოებას შორისაა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. ანიტას თან ახლავს თავისი საყვარელი ძაღლიც.
https://www.facebook.com/tea.darchia.391/videos/424470271721043/
ეს ვიდეო თეა დარჩიამ გადასაღები მოედნიდან გაავრცელა. პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე საფესტივალო კლიპს იღებს. ვიდეოში ახალი თაობის მუსიკოსები უკრავენ, რომელთა...

































