ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო მიმდინარე წლის 12 აპრილს, მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში, რომელიც ესპანეთის დედოფლის სოფიას ფონდის პატრონაჟითა და ესპანეთში დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაციის (AIDE) ორგანიზებით, მადრიდის სიბელესის სასახლეში გაიმართება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ბიზნესის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიები.
...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე...
უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი...
15-16 ივნისს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი ქ.კონსტანცაში, რომელიც ბათუმის დაძმობილებული ქალაქია 2020 წლიდან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები კონსტანტას მერთან ვირჯილ ჩიცაკთან, სამხარეო ადმინისტრაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან რაზვან ფილიპესკუსთან, საბჭოს მრჩეველთან კულტურის საკითხებში...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებენ.
მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკის განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე...
9 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს დაკავშირებადობის კუთხით, ისევე როგორც საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებს და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს.
თავის გამოსვლაში...
ჩვენი თანამემამულეების ინტერესების სათანადოდ დაცვისთვის და სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, მილანში გენერალური საკონსულოს არსებობა საჭირო და მნიშვნელოვანია - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მილანში გენერალური საკონსულოს ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც, როგორც საქართველოს, ისე...
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს , რომელიც დისტანციურად ემიგრანტებსაც ემსახურება რუსუდან კოხოძე უხელმძღვანელებს .
რუსუდან კოხოძე პროფესიით სამართალმცოდნეა. მას აქვს სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით საჯარო სამსახურში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. რუსუდან კოხოძეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშვნამდე...
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით.
საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის...
5 ივნისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში იოსებ ხახალეიშვილმა, გაცნობითი შეხვედრა გამართა მალოპოლსკის სავოევოდოს მარშალთან ლუკაშ სმილკასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მალოპოლსკასა და საქართველოს რეგიონებს შორის სამომავლო თანამშრომლობას და გაცვლით ვიზიტებს ბიზნესის და განათლების სფეროში, ასევე აჭარისა და მალოპოლსკას რეგიონების მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს.
მარშალმა...

































