ვენის ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds – ამ სახელწოდების გამოფენას ვენის ალბერტინასმუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.
პროექტის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი...
მოლდოვაში ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სრულუფლებიან წარმომადგენელად პაატა კეჟერაშვილი დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს. პაატა კეჟერაშვილი 2011 წლიდან მოლოდოვას რესპუბლიკაში დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენლი იყო.
8 სექტემბრს, ქ. ბარიში ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ,,Fiera del Levante’’ გაიხსნება. იტალიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, გამოფენაზე, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს პავილიონიც იქნება წარმოდგენილი, გამოფენა 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. როგორც ცნობილია წინა წლებში აღნიშნულ გამოფენებზე აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის არ აღიარებული სეპარატისტული ხელისუფლების შესაბამისი უწყებები და წარმოადგენდნენ საქართველოს ამ კუთხის,...
ბინადრობის უფლებისთვის საინვესტიციო ვალდებულების ზრდა დეველოპერებს პრობლემას არ შეუქმნის, - მიიჩნევს დეველოპერული კომპანია არსის ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე.
ამ ყველაფერს მოწმობს ისიც, რომ მაგალითად, იმ კომპანიებში, სადაც თორნიკე აბულაძეს ინფორმაციასთან წვდომა აქვს, გაყიდული 400 ბინიდან, უცხოელებზე მხოლოდ 4-5% მოდის, მაშინ როცა უცხოელზე მიყიდული 20 ბინით ბინადრობა 100-ს აქვს მიღებული.
თორნიკე აბულაძე მოქმედ...
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ფოთში სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს მართავენ, დღეს უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი შეხვდა. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა მათი პრობლემები პირადად მოისმინა. უკრაინის 6 მოქალაქე ფოთში ნავსადგურის მოიჯარე კომპანიაში სამუშაოდ მაისის თვეში ჩავიდა. მათი განცხადებით, კომპანიამ დაპირებული თანხის მხოლოდ 10 % გადაუხადა. უკრაინის მოქალაქეებმა მომხდარის შესახებ უკვე მიმართეს პოლიციას და...
2018 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალი, ხოლო 59 პროცენტი - კაცია.
ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი - მსხვილ ბიზნესზე; 22,0 პროცენტი - საშუალოზე; ხოლო...
31 აგვისტოს ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრისა და ქ.ბერკშირში (დიდი ბრიტანეთი) პალატის წარმომადგენლის ქეთევან მაღლაკელიძე-კობიაშვილის ორგანიზებით საქართველოში ქალაქ ზუგდიდში,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით – "აჯიკის ფესტივალი გაიმართა, რომლის მხარდამჭერებიც იყვნენ ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა , ბიო-მეურნეობების ხელშემწყობი ორგანიზაცია ,,ელკანა"; საგამომცემლო სახლი ,,სახე(ლ)ები," და ,,საქართველოს კულინართა ფედერაცია.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე...
ემიგრანტების სურვილების შესასრულებლად კომპანია სელავის მიერ ახალი ეროვნული სერვისი შეიქმნა. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს - დაგროვილი მოთხოვნებიდან გამომდინარე და ბაზრის კვლევის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება სპეციალურად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის კომპანია სელავს შეექმნა მომსახურება, რომელიც მათ მოემსახურებოდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მიაწოდებდა მათთვის სასურველ ეროვნული წარმოების პროდუქციას. მაგალითად კომპანია სელავი ემიგრანტებს სთავაზობს ქართულ,...
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საფინანსო ბაზარზე რამდენიმე სიახლე ამოქმედდება, რომელიც საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს.
ცვლილება #1 – სესხზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100-დან 50 პროცენტამდე მცირდება. მაგალითად, თუ 12-თვიანი სესხის მოცულობა 1000 ლარია, წლიური 100-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, თვეში გადასახდელი თანხა დაახლოებით 115 ლარს შეადგენს, 50-პროცენტიანი საპროცენტო...
2018 წლის პირველი კვარტლის შეფასების მიხედვით, საქართველოს ფოსტა EMS-ს მომსახურების ხარისხის კუთხით მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. საფოსტო ოპერატორებს აფასებს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია PWC-ი, მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანების მიერ დადგენილი სპეციალური საოპერაციო და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად - „ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 180 საფოსტო ოპერატორს შორის დაიკავო მეორე ადგილი, ხოლო ევროპაში იყო პირველი. ამისათვის მადლობა...