უკანონო მიგრაციისგან საზღვრების დასაცავად, ავსტრიის ხელისუფლებამ ევროკავშირს შეიარაღებული ძალების გამოყენება შესთავაზა. ავსტრიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის სამსახურებს დაეხმარებიან. ავსტრიის თავდაცვის მინისტრის, მარიო კუნასეკის განცხადებით, გეგმა ავსტრიის წარსულ გამოცდილებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, სამხედროები პოლიციის კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ. ავსტრია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციული წესით ექვსი თვით ხელმძღვანელობს, 2015 წლის მსგავსი კრიზისის გამეორებას ეწინაღმდეგება. ქვეყნის...
ხუთმა  ქართველმა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური Corriere della Sera ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, საქართველოს ხუთმა მოქალაქემ აგვისტოში მილანში რამდენიმე ბინა გაქურდა. მათ შორის არის იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის მშობლების სახლიც. როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა სალვინის მშობლების სახლში 14-15 აგვისტოს ღამით შეაღწიეს. ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს...
ჩეხეთი არ მიიღებს ევროკავშირში ხმელთაშუა ზღვით ჩასულ არც ერთ მიგრანტს, რადგან ქვეყანა  უკრაინელ მიგრანტებს იღებს. Radio Praha-ს ცნობით, ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა იტალიაში გამგზავრებამდე განაცხადა. ბაბიშის თქმით, არალეგალური მიგრაციის შესაწყვეტად, საჭიროა ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომელსაც ის იტალიასა და მალტაში ვიზიტისას განიხილავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიციამ 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 2376 არალეგალი მიგრანტი...
იტალიის კათოლიკური ეკლესიისა და ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს სიცილიის სანაპიროზე ერთი კვირის წინ გაჩერებული გემიდან გადმოსვლის უფლება მისცეს. მათი უმეტესობა ერიტრეელია. ამის შესახებ BBC წერს. 180-მდე მიგრანტიდან იტალიის ეკლესია 100-მდე მიგრანტზე აიღებს პასუხისმგებლობას, დანარჩენ მიგრანტებს კი ალბანეთი და ირლანდია გაინაწილებს. გემმა გასულ კვირაში ხმელთაშუა ზღვაში, გადატვირთული ნავიდან 190 მიგრანტი აიყვანა. მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც...
  სირია რუსეთის დახმარებით მზადაა მილიონი სირიელი სამშობლოში დააბრუნოს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: „2015 წლიდან, როცა სირიის ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლება დაიწყო, მილიონზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ სახლს. ახლა არსებობს ყველა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში კიდევ მილიონი ლტოლვილი დაბრუნდეს“ - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.  მისივე განმარტებით, რუსეთის მხარდაჭერით,...
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით მის მიერ თბილისში ვიზიტად მყოფ, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის საკითხი დააყენა.დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა რომ მის მიე: ,,დაყენებული კონკრტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც...
საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში მართლაც ძალიან მალე ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ შემცირდა რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ...
Human Rights Watch-ი უნგრეთს მიგრანტების გასაძევებლად შიმშილის ტაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მტკიცებით, სატრანზიტო ზონებში მიგრანტებისთვისსაკვების მიცემაზე უარი, ქვეყნიიდან მათი გაძევების ერთ-ერთ საშუალებაა. „საკვების მიცემაზე უარით უნგრეთის მთავრობა არაადამიანური ნორმების მინიმუმს მიუახლოვდა. ამ გზით ის ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს. ამასთან ერთად, არ ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც დაკისრებული აქვს, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს“,- აღნიშნულია Human Rights Watch-ის განცხადებაში. ადამიანის უფლებათა...
გერმანიის მთავრობა უცხოელი კვალიფიციური კადრებისთვის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამარტივებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გერმანიის შინაგან საქმეთა, შრომისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს. Reuters-ის მონაცემებით, გერმანია კვალიფიციური კადრებისა და ახალგაზრდების ნაკლებობას განიცდის. ინიციატივა ითვალისწინებს ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამარტივებას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქე სპეციალისტებისთვის. გერმანიაში უკვე მოქმედებს „ლურჯი ბარათის“ სისტემა, რომელიც კომპანიებს...
ესპანეთის მთავრობამ დამატებით, აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული 60 მიგრანტი მიიღო. მიგრანტებით სავსე ნავი ქალაქ ვალენსიის ნაპირს გვიან ღამით მიადგა. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, კარმენ კალვომგანაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობა გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებთან ერთად მზად არიან აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული მიგრანტები, რომლებიც დიქტატორული რეჟიმის ან საომარი მოქმედებების მსხვერპლად იქცნენ, თავშესაფრით უზრუნველყონ. ესპანეთის მემარცხენე მთავრობამ ბოლო სამ თვეში 800-მდე მიგრანტი...