26 მაისს კვირას ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით კვლავ ევროკავშირის მომხრე პარტიები არიან უმრავლესობაში. ევროპარლამენტში სულ 751 კანონმდებელია. ისინი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავებაში და ევროკომისიის დამტკიციებაში. გარდა ამისა ევროპარლამენტი ირჩევს ევროკომისიის პრეზიდენტს და ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს. 2014 წლის არჩევნებთან შედარებით გაზრდილი მხარდაჭერა მიიღეს ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა. იტალიაში ნაციონალისტური პარტიები...
საბერძნეთში ევროპარლამენტის არევნებში პარტიამ ოქროს განთიადიმ მიიღო ხმების 4.85%, რაც ნიშნავს იმას რომ ბერძნულ ულტრა -მემარჯვენე ნაცისტურ პარტიას მიეცა საშუალება შეიყვანოს  ორი პარლამენტარი ევროპის პარლამენტში.   ხმების დათვლის პროცედურის თანახმად პირველ ადგილზე ოქროს განთიადის პარტიიდან ევროპარლამენტისთვის  იანის ლაღოსი არის არჩეული ,მაგრამ მას აკრძალული აქვს საბერძნეთის   დატოვება 2015წლის სასამრთლოს გადაწყვეტილების მიხედვით. პარტია ოქროს განთიადის...
ესპანეთის მთავრობამ დამატებით, აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული 60 მიგრანტი მიიღო. მიგრანტებით სავსე ნავი ქალაქ ვალენსიის ნაპირს გვიან ღამით მიადგა. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, კარმენ კალვომგანაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობა გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებთან ერთად მზად არიან აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული მიგრანტები, რომლებიც დიქტატორული რეჟიმის ან საომარი მოქმედებების მსხვერპლად იქცნენ, თავშესაფრით უზრუნველყონ. ესპანეთის მემარცხენე მთავრობამ ბოლო სამ თვეში 800-მდე მიგრანტი...
ევროკავშირის საბჭომ 2018 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ინიციატივაში Good Human Rights Stories, რომლის ოფიციალური წარდგენა 2018 წელს, გაერო-ს გენერალური...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დადებითად შეფასდა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული დინამიური ორმხრივი თანამშრომლობა. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი და...
საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა - ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, „ საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა”. ჟან კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ მინისტრს საქართველოში ევროპული სკოლის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა, მივმართო და მადლობა ვუთხრა...
რამოდენიმე დღის წინ მილანში გამართულ პრესკონფერენციაზე მატეო სალვინიმ განაცხადა  რომ ის ევროპარლამენტში 150-კაციანი ჯგუფის შექმნას შეძლებს. მე უკვე ვესაუბრე მარინ ლე პენს, ვიქტორ ორბანს, ნაიჯელ ფარაჯს. მჯერა, რომ ევროპარლამენტში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც 150 დეპუტატი იქნება“, – განაცხადა სალვინიმ. ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, სალვინის „ულტრამემარჯვენე პარტიამ“ იტალიაში გაიმარჯვა. საფრანგეთში პირველ ადგილზე გავიდა...
2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა - NDI „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ 6 %-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს. შეკითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? – მიმდინარე წლის აპრილში გამოკითხული...
ესპანეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში პრემიერმინისტრის პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია ლიდერობს. ეგზითპოლების თანახმად, სოციალისტები ხმების 30%-ზე მეტს აგროვებენ, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ კი 18%-ს დასჯერდება. ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ევროპის პარლამენტის არჩევნების დიდი გამარჯვებული გახდა, მისმა სოციალისტურმა  პარტიამ ესპანელების ხმების უმრავლესობა მიიღო, რის შედეგადაც მას უფრო მეტი მანდატი ეყოლება და მეტი გავლენა ექნება ...
თუ გერმანიის კოალიციური მთავრობის შეთანხმება ძალაში შევა, ავსტრია სამხრეთ საზღვრების დასაცავად მზად არის – ამის შესახებ ავსტრიის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური ვენა მზადყოფნას გამოთქვამს შეზღუდოს უკანონო მიგრაცია იტალიისა და სლოვენიის საზღვარზე. „თუ შეთანხმება გერმანიის მთავრობის პოზიცია გახდება, ჩვენ ვიმოქმედებთ, რომ ავსტრიასა და მის მოსახლეობას უარყოფითი შედეგები ავარიდოთ“, – ნათქვამია...