თბილისში ქართული დიასპორის ლობისტი საადვოკატო ბიურო შეიქმნა.

0
4170

თბილისში დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერ ასოციაციაში შეიქმნა ქართული დიასპორის ლობისტი საადვოკატო ბიურო.
“მიგვაჩნია, რომ საქართველოში სპეციალიზირებული გაერთიანების არსებობა უცხოეთში მცხოვრებ ყველა თანამემამულეს (მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა) მისცემს შესაძლებლობას დისტანციურად, საქართველოში ჩამოუსვლელად სწრაფად და გამართულად დაამყაროს მისთვის საჭირო კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან”,- განაცხადა კომპანიის დამაარსებელმა, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაალ სარაჯიშვილმა.