,,მან მოატყუა უამრავი ემიგრანტი”-საპროტესტო აქციები კომპანია ,,სვეტის” წინააღმდეგ არ წყდება.  

0
4523

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულმა მენაშენეებმა სათაო ოფისის მიმდებარე საავტომობილო გზა გადაკეტეს. დაზარალებული მენაშენეები მათი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

დეველოპერული კომპანიის დაზარალებული მენაშენეები უკვე მეორე დღეა, შიმშილობენ.

“ვაპროტესტებთ იმას რომ სამშენებლო კომპანია “სვეტმა” სადაზღვეო კომპანია “ალდაგთან” ერთად თაღლითური სქემით მოგვყიდა ბინები, მიითვისა ჩვენი კუთვნილი თანხები და მოატყუა უამრავი ემიგრანტი და არა მარტო ემიგრანტი!!!! ორი დღეა სამართლიანობისთვის ვიბრძვით!!! დაკავებულია სვეტის მთავარი ოფისი დაზარალებული მოსახლეობისგან გრძელდება შიმშილობის 2 დღე. სასწრაფოს სასწრაფოზე იძახებენ და მობილიზებულია პოლიციაც. ჩვენ ასეთ დღეში ჩაგვაგდეს და სვეტის დამფუძნებელი გიბი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე ბათუმში ზღვაზე ისვენებენ” – განუცხადა “პრაიმტაიმს” ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

შეგახსენებთ, რომ დაზარალებულები გამოძიების დაწყებას პროკურატურისგან მოითხოვენ. მათ გუშინ პროკურატურასთანაც გამართეს აქცია, საიდანაც „კომპანია სვეტის“ სათაო ოფისში გადაინაცვლეს.

წყარო:primetime.ge