ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიმართვას ავრცელებს, მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: ,,პატივცემულო თანამემამულეებო, ქალბატონებო და ბატონებო,
გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ “დიასპორის ფორუმი თბილისი 2018”-ში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა ქართველმა ბიზნესმენებმა. ფორუმის მუშაობისას, პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მეწარმის ალღომ, პრინციპმა “ძალა ერთობაშია” თავი იჩინა ქართველ დიასპორელ მეწარმეებში და გაჩნდა იდეა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბიზნესმენებისათვის სამშობლოში შეიქმნას არასამთავრობო სპეციალიზირებული ბიზნეს-პლატფორმა, რომლიც გააერთიანებდა და ერთმანეთან დააკავშირებდა სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველ დიასპორელ მეწარმეებს.
ამასთან ერთად, დიასპორელი მეწარმეებისთვის ბიზნეს-პლატფორმა შექმნიდა ურთიერთობის დამატებით მექანიზმს ქართველ მწარმოებლებთან, ბიზნეს-ასოციაციებთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა დაინტერესებულ პირთან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
როგორც წესი ბიზნესმენის სიტყვას ყოველთვის მოყვება საქმე და შედეგმაც არ დააყოვნა. საბერძნეთში, ჰოლანდიაში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების ინიციატივით და მხარდაჭერით ფორუმის დასრულებისთანავე საქართველოში, მის დედაქალაქ თბილისში, დაფუძნდა „ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“.
დღეს ამ განსახვავებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის სახით, რომლის ანალოგი არ არსებობს, ქართულ დიასპორის მოტივირებულ და თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებულ ნაწილს, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ბიზნესმენებს აქვთ შესაძლებლობა:
გაერთიანდნენ და დაუკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს;
შექმნან ბიზნესის B2B (Business to Business) დიასპორული მოდელი;
გაეცნონ ერთმანეთის ბიზნეს აქტიურობასა და შესაძლებლობებს;
ურთიერთმხარდაჭერით გააძლიერონ ერთმანეთი დიასპორაში;
ხელი შეუწყონ ერთმანეთს ბიზნეს-გეგმების განხორციელებაში, როგორც დიასპორაში, ასევე სამშობლოში;
მოახდინონ თავიანთი ეკონომიკური თუ ფინანსური შესაძლებლობის კონსოლიდაცია და აქტიურად ჩაერთონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების საქმეში;
დაამყარონ საქმიანი ურთიერთობა საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან, ბიზნეს-გაერთიანებებთან და სავაჭრო-სამრევწველო პალატებთან;
დაამყარონ სწორი და გამართული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, დარგობრივ სამინისტროებთან, სამთავრობო უწყებებთან და ადგილობრივ თვითმართველობებთან;
გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად განახორცილონ დიასპორული ინვესტიციები
სამშობლოში;
ორგანიზირებულად მხარი დაუჭირონ ქართული პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა ბაზარზე;
გაადვილონ ქართული სავაჭრო ნიშნების მქონე პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და მისი დაცვა ფალსიფიკაციისაგან საექსპორტო ბაზარზე;
დააინტერესონ ადგილსამყოფელი ქვეყნის ბიზნესმენები ქართველი და დიასპორელი მწარმოებლით და მათ მიერ წარმოებული პროდუქციით;
მოახდინონ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და მხარდაჭერა.
შესაბამისად, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა: დაეხმარება უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ბიზნესმენებს საქართველოსა და ქართული დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნების ხელისუფლებასთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან, ბიზნეს-ასოციაციებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან ურთიერთობაში; შექმნის წარმომადგენლობებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა განსახლების ადგილებში;
მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებს დიასპორულ ორგანიზაციებთან, ბიზნეს-ასოციაციებთან და სხვა სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან;გაუწევს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ბიზნესმენებს;ხელშეწყობს ქართული პროდუქტის ექსპორტს ქართულ დიასპორაში;მოაწყობს ქართველი და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ბიზნესმენების საქმიან შეხვედრებს და სხვა ღონისძიები, ასევე მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენებს; მხარს დაუჭერს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ბიზნესმენების საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობ ღონისძიებების განხორციელებას, როგორც საქართველოში, ასევე ქართულ დიასპორაში; შექმნის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ბიზნესმენების საქმიანობისა და წარმოებული პროდუქციის შესახებ საინფორმაციო ბანკს.
ქართულ დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფუძნებით, პროგრესული ნაბიჯები გადაიდგმება ქართულ დიასპორაში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში, საქართველოში ერთობლივი საინვესტიციო გეგმის განხორცილების მხარდაჭერისათვის, ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე ორგანიზირებულად მიწოდებისათვის.
ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აძლევს შესაძლებლობას უცხოეთში მოღვაწე ყველა თანამემამულე ბიზნესმენს გაერთიანდეს და გააცნოს მისი საქმიანობა ქართულ საზოგადოებას, როგორც სამშობლოში, ასევე დიასპორაში, გაუზიაროს გამოცდილება სხვა ქართველ ბიზნესმენებს, აქტიურად ჩაერთოს საქართველოს მიმდინარე პროცესებში და საინტერესო გახადოს სამშობლოში საკუთარი საქმიანობა.
ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მეშვეობით, სამშობლოში ყოფნის დროს უცხოეთში მოღვაწე ყველა თანამემამულე ბიზნესმენს ექნება შესაძლებლობა მოაწყოს საქმიანი შეხვედრები, პრეზენტაციები, პრეს-კონფერენციები, ღონისძიებები, მოიწვიოს სტუმრები, გამოიყენოს B2B (Business to Business) ფორმატი, მოახდინოს საკუთარი საინვესტიციო იდეებისა და ბიზნესგეგმების ლობირება.
პატივცემულო ბიზნესმენებო, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანება დაიწყო, გეძლევათ საშუალება გახდეთ ქართული სახელმწიფოსა და დიასპორის საკეთილდღეოდ შექმნილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი, გახდეთ განსხვავებული ბიზნეს-ერთობის წევრი და ერთობლივი ძალისხმევით ფრთები შეასხათ თქვენს ბიზნეს იდეებს.
გიწვევთ ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს!!!- ნათქვამია ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის ზაალ სარაჯიშვილის სახელით გავრცელებულ მიმართვაში.