GEORGIANS.GR უცხოელი ე.წ. ,,შიშველი დამლაგებლების” შესახებ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

0
2519

მას საათში 50 ევროს უხდიან. 24 წლის ანა, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს და გვარს არ ამხელს, დამლაგებლად მუშაობს, თუმცა, განსხვავებული ფორმით, ის სახლს სრულიად შიშველი ალაგებს.

ანა უელსიდან, კერძოდ კი, კარდიფიდან არის. “Wales Online”-თან საუბრისას, მან თავისი სამუშაოს დეტალებზე ისაუბრა. ის უკვე 3 თვეა, რაც “შიშველ დამლაგებლად” მუშაობს. კომპანია კი, რომელიც კლიენტებს მსგავს სერვისს სთავაზობს, 2017 წლიდან არსებობს. თუმცა, სამუშაოდ გოგონებს არა მხოლოდ სიშიშვლე, არამედ პროფესიონალიზმიც მოეთხოვებათ.

– მე ახალი ვარ. აქამდე ეს არასოდეს გამიკეთებია, ნუდისტურ პლაჟზეც კი არ ვყოფილვარ. მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თავს კარგად ვგრძნობ, როდესაც შიშველი ვარ. როცა პირველად ასე ვიმუშავე, თავისუფლება ვიგრძენი და ამას სხვა სიტუაციებშიც ვაკეთებ, როცა ახლო მეგობრების წრეში ან ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად ვარ. ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

მაგრამ… არის რაიმე, რაც გაწუხებთ ამ დროს?!

– ვფიქრობ ერთადერთი, რაც უსიამოვნოა, არის ის, რომ არ ვიცი ვინ გამიღებს კარს. ვიგრძნობ თავს ნამდვილად დაცულად?! პირველად ასე აბაზანა გავწმინდე და მტვერი მოვაშორე. შემდეგ კი ძირითადად ოფისებში მივდიოდი.

ვის სურს შიშველი დამლაგებელი?

– ყველა კლიენტი, რომელიც მე მყოლია, მამაკაცი იყო, რომელიც მარტო ცხოვრობდა. მათი ასაკი 20-დან 50 წლამდეა. უმეტეს შემთხვევებში მათ ჩემთან საუბარი სურდათ. ეს საუბრები კი ძალიან ჩვეულებრივია, ყოველდღიურ თემებზე. საეჭვოს მათ ვერაფერს შეამჩნევ, ყველაფერი ძალიან კარგია.

წყარო:http://Georgians.gr