18 თებერვალს ათენში შედგა სადისკუსიო შეხვედრა, რომელიც ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის საკითხებზე ემიგრანტთა ინფორმირებასა და აღნიშნულ საკითხზე ემიგრანტების მოსაზრებებს ეხებოდა. დისკუსიას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი წარმართავდა, რომელმაც საბოლოო შემაჯამებელი განცხადება გააკეთა და შემდგომ სოციალურ ქსელშიც გაასაჯაროვა.
,, მიგრაცია არის თანამედროვე მსოფლიოს ის მოცემულობა რომელიც მსოფლიოს მთავრობებმა მიიღეს როგორც რეალური მოცემულობა. ზოგიერთი მთავრობა მას აფასებს როგორც ნეგატიურ მოცემულობას და ებრძვის მას სხვადასხვა მრავალმილიონიანი პროექტებით, ზოგიერთი კი აფასებს პოზიტიურად და ცდილობს მის სწორად წარმართვას საკუთარი ქვეყნების მოქალაქეთა საკეთილდღეოდ.
საქართველოს მთავრობამ დროა დაიწყოს მიგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა და უარყოს ემიგრაციისადმი როგორც ,,მეწველი ძროხის” ასევე მის ,,საბალახოდ გარეკილი ნახირის შინ მირეკვის” მოდელიდან სწორ,ემიგრაციის დადებითად შეფასების და დაფასების პოზიციაზე გადასვლა და მიუდგეს როგორც მოქალაქეებს-თანასწორუფლებიან და სრულფასოვან მოქალაქეებს. გაიაზროს ემიგრაცია როგორც ერთი ქვეყნის ერთი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ისევე ჭირდება ზრუნვა როგორც სხვა დანარჩენ საქართველოს მოქალაქეებს. დღეს გვაქვს მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილის კონკრეტული მოთხოვნა რომელიც უცხოეთში დასაქმებას გულისხმობს, ვინაიდან საქარველოს ვერც ერთი მთავრობა ამას ვერ ქმნის ქვეყნის შიგნით.
დროა თვალი გავუსწოროთ რეალობას და დასაქმებისა და მიგრაციის სტრატეგია ავაგოთ იმ მოდელზე რაც თავად საზოგადოებამ 25 წელზე მეტია მთავრობების წინააღმდეგობის პარალელურად და მათი ხელშეწყობის გარეშე განსაზღვრა ქართულმა სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას უცხოეთის შრომით ბაზრებზე და ქვეყნის მიგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს მსოფლიოს შრომითი ბაზრების ხელმისაწვდომობა საკუთარი მოქალაქეებისთვის. რაც უამრავ პრობლემათა მოხსნის პარალელურად დაიცავს ყველაზე ძვირფას ფასეულობას სახელწიფოსათვის, ადამიანის თავისუფალ განვითარებასა და საკუთარ მოქალაქეთა ღირსებას, დაიცავს მათ უუფლებობისა და ნებაყოფლობით მონობასთან ახლოს მყოფი სამუშაო პირობებისაგან, შეიქმნება მეტი პირობა დაცული იყოს ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობა და ა. შ. ” – აღნიშნა დღეს გაკეთებულ განცხადებაში ავთანდილ გიუნაშვილმა.