ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქ. ლოდში, ქართულმა
საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო.- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. , როგორც სამინისტრო იტყობინება :
პირველი გაკვეთილის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი...
ირაკლი ღლონტი უკრაინის ქართული დიასპორის პრეზიდენტთან, ნიკოლოზ გუგეშაშვილთან ერთად ახალი ინიციატივით გამოდის და ქართული დიასპორის თვითმმართველობის ფორმირების აუცილებლობას ხედავს. მისი განცხადებით: ,, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ხალხის უფლებებისა და ინტერესების დაცვა ჩვენი უპირველესი მიზანია, სწორედ ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ და ავამოქმედოთ ის მექანიზმები, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს ჩვენს მიერ...
ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით, მიგრაციაზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს ემიგრანტები ევროპის მოქალაქეებიც არიან. ბაქრაძემ ევროსაბჭოს საპარლანენტო ასამბლეას მიმართა და აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს საზღვარგარეთ ეძებენ.
"შრომითი მიგრაცია ურთულეს გამოწვევად რჩება, ამიტომ, მიგრაციის თემაზე არც ერთი დებატი არ იქნება სრულყოფილი, თუკი ჩვენ...
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ხვდება.
ქართველების უცხოეთში ლეგალური დასაქმება იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დავით ბაქრაძის გამოსვლის მთავარი თემაც.
„ჩვენი ემიგრანტების პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა ევროპული ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალურად ორმხრივ საფუძველზე საქართველოსთან შეთანხმებების გაფორმება, შრომის ბაზრის გახსნა და ლეგალური სამუშაო...
სასიხარულო ამბავი იტალიის რესპუბლიკაში მაცხოვრებელი ემიგრანტებისთვის - ემიგრანტის გზამკვლევის მესამე შევსებული გამოცემა გამოიცა,რომელიც იტალიის ქართული დიასპორის აქტიური და ცნობილი წარმომადგენლის, ასოციაცია A.I.S. და ქართული საკვირაო სკოლის დამფუძნებელის, იურისტის, იტალიის სასამართლოს მიერ აღიარებული მედიატორის და თარჯიმნის ნინო რურუას ინიციატივით და მისივე უშუალო თარგმანით გამოიცა.
,,იტალიაში ემიგრანტის გზამკვლევის" აღნიშნული გამოცემა გამორჩეულია იმით რომ მასში...
,,ორშაბათს მუშაობას დაიწყებს ისტორიკოსთა ქართულ-რუმინული კომისია, რომელიც 300 წლოვან ქართულ-რუმინულ ურთიერთობათა ისტორიიდან გარკვეულ საკითხებს შეისწავლის, დაწყებული ანთიმოზ ივერიელის, ვახტანგ VI და კონსტანტინე ბრინკოვიანუს ურთიერთობიდან, დამთავრებული გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც რუმინეთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა." - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. ქართველი დიპლომატი რომელიც...
17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სოფლებში გოჩა-ჯიხაიშსა და ივანდიდში მცხოვრებ სამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის სასკოლო და ბაღის ასაკის 12 ბავშვს სასკოლო ჩანთები და საჭირო ნივთები მიუტანა.ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა, საქველმოქმედო საჩუქრების...
ასოციასია A.I.S. – ის ხელმძღვანელი ნინა რურუას ახალი ინიციატივა და მიმართვა იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისადმი დღეს გახდა ცნობილი რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
როგორც უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, კვირას, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
მიუხედავად, იმისა, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის პროცესშია და ჯერ კიდევ, ქვეყანა, უამრავი გამოწვევის წინაშე დგას,...
როგორც ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იტყობინება მისი შეხვედრების შემდგომ საქართველოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმება კიდევ უფრო რეალური პერსპექტივაა. დავით ბაქრაძის განცხადებით :,, ჩვენი პარტნიორები, ევროპარლამენტიდან, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებენ. ბრიუსელში ვიზიტისას ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი მეგობრები მზად არიან მხარი დაუჭირონ და ლობირება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად...
,, უბრალოდ ფაქტები ! უკომენტაროდაც ცხადყოფენ რომ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ის თანამშრომლები, რომლებსაც ეს საკითხი ევალებათ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მშვენიერ თბილ ქვეყანაში ცხოვრობენ და სამარცხვინო ვითომ ,,მემორანდუმებთან," რომლებსაც იმ ქაღალდის ფასიც კი არ გააჩნია რაზეც წერია მხოლოდ პოზიორობენ!
სასწრაფოდ მოვუწოდებ საქართველოს საელჩოს დაიწყოს ჩვენთან რეალური თანამშრომლობა და ამ საკითხზე რეალური...