2025 წლის 10 აგვისტოს ქ. ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს ტაძარში (Chiesa di Santa Chiara) გაიმართა ქ. ბარიში ახლად დანიშნული გენერალური კონსულის, ირაკლი ქოიავას შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.
მან სიტყვით მიმართა დიასპორის წარმომადგენლებს. გენერალურმა კონსულმა ისაუბრა სახელმწიფოსათვის დიასპორასთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.
გენერალურმა კონსულმა მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის გაწეული ძალისხმევისათვის და გამოხატა მზადყოფნა სხვადასხვა იდეებისა და წინადადებების განხილვასა და მხარდაჭერის აღმოჩენასთან დაკავშირებით.





















