ელჩმა ლევან ბერიძემ საბერძნეთის მთავრობასთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

0
888

2025 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე და საელჩოს პოლიციის ატაშე, შოთა ხურციძე, საბერძნეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ, სალამინას ისტორიული ბრძოლის თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ .

როგორც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო იტყობინება საქართველოს ელჩმა, საბერძნეთის პარლამენტის წინ მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ღონისძიებას საბერძნეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე ბოლო პერიოდში აქტიურად იღებს მონაწილეობას ისეთ ღონისძიებებში, სადაც საბერძნეთის მხრიდან მაღალი რანგის სახელისუფლებო წარმომადგენლები ესწრებიან , რაც თავის მხრივ არის შესაძლებლობა საქართველო მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი.