2025 წლის 13 აგვისტოს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ კრაკოვში, იოსებ ხახალეიშვილმა, შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს გენერალური საკონსულოს სამომავლო გეგმები და ის მომსახურებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სარგებლობა.
ამასთან, აღსანიშნავია,რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე- 17 წლისთავთან დაკავშირებით, შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ომის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.





















