ემიგრანტი ბავშვებისთვის ახალი პროექტი იწყება – ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარის ნანა თევდორაძის განცხადებით ქუთაისის მერია ემიგრანტ ბავშვებს ბაკურიანში დაასვენებს.
,, გამორჩეული ორ კვირიანი საზაფხულო არდადეგები ელოდებათ ჩვენი ემიგრანტების შვილებს , ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდობას სამშობლოში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ვიწყებთ უნიკალურ და ეროვნულ პროექტს, პირველად ემიგრანტი ბავშვებისთვის დაუვიწყარი დღეები შედგება დაბა ბაკურიანში.
ბანაკი 15 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით შედგება და მასში ჩართული იქნებიან ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და რაც მთავარია ჩვენს მიერ ორგანიზებული სიით ემიგრანტი ბავშვების ჯგუფი. აქედან გამომდინარე მშობლებს გთხოვთ რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდეთ , სააპლიკაციო ფორმის მიღება დასრულდება 31 ივლისს.
რაც მთავარია ბანაკში მონაწილეობა უფასოა და ამასთან ბავშვების ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებას და სამჯერად კვებას ჩვენი ემიგრანტი ბავშვებისთვის ქუთაისის მერია დააფინანსებს.” – აცხადებს პროექტის საბერძნეთის მიმართულების ხელმძღვანელი .
ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარის ნანა თევდორაძის განცხადებით საბერძნეთსა და ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ დაინტერესებულმა მშობლებმა მიმართონ პირადად მას ნომერზე +30 6999425424.





















