პრობლემა მთლიანად მოგვარდება-წერს ისრაელში საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე ელენა შენგელია

0
505

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს კონსულად საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსულად მაკა ოძელაშვილი მიავლინა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მიდვილად ქონდათ საკონსულო სამსახურთან კომუნიკაციის და სახელმწიფო სერვისების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები რასაც სოციალურ ქსელებში აქტიურად აღნიშნავდნენ, ამასთან დაკავშირებით ისრაილში მცხოვრები ელენა შენგელია საჯაროდ წერს რომ ის შეხვდა ქალბატონ კონსულს და აღნიშნულ პრიბლემასღან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებებიც არსებობს.

,, მინდა გაცნობოთ, რომ საელჩოს ახალი კონსული, ქალბატონი მაკა ოძელაშვილი შეუდგა საქმიანობას. დღეს ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ვიზიტების დაჯავშნასთან დაკავშირებულ შეფერხებებზე.

კალენდარი ამოქმედდა, ტექიკური მხარე გვარდება. ეტაპობრივად იხსნება ადგილები, მაგრამ, იმის გათვალისიწნებით, რომ დაგროვილია უამრავი განცხადება, თავისუფალი ადგილები უცებ ივსება და ვერ ხერხდება დარეგისტრირება. შემდეგ კვირებში, უფრო მეტი ადგილი დაემატება და მოკლე დროში, პრობლემა მთლიანად მოგვარდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ დარეგისტრირების შემდეგ, საკონსულოს მეშვეობით ახალი პასპორტის მიღებას, სჭირდება დაახლოებით 45-50 სამუშაო დღე.

ამასთან, საქართველოს ელჩის, ბატონ ზაზა კანდელაკის დავალებით, კონსული გეგმავს ახლო მომავალში, გამართოს შეხვედრები საქართველოს მოქალქეებთან. პირადად გაგეცნოთ და თქვენგან მოისმინოს აქ არსებული პრობლემების შესახებ. -აცხადებს ელენა შენგელია.