ქუთაისსა და ნიკეას მინიციპალიტეტებს შორის 40 წლის წინ ხელმოწერილი მეგობრობის მემორანდუმის განახლება და საიუბილეო თარიღის აღნიშვნა იგეგმება

0
1257

ქუთაისსა და ნიკეას მინიციპალიტეტებს შორის 40 წლის წინ ხელმოწერილი მეგობრობის მემორანდუმის განახლება და საიუბილეო თარიღის აღნიშვნა იგეგმება – ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საჯარო რელიზით იქნა დადასტურებული.

როგორც დიპლომატიური მისიია იტყობინება საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძემ შეხვედრა ნიკეა-აგიო იოანის რენდის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინოს მარაგაკისთან და მის მოადგილესთან აფრიდიტი მალამასთან მიმდინარე წლის 28 ივლისს გამართა და შეხვედრაზე ქუთაისისა და ნიკეას მუნიციპალიტეტების მერიებს შორის 40 წლის წინ ხელმოწერილი ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმის განახლების გეგმასთან ერთად მიმდინარე წლის ბოლომდე საბერძნეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და ქუთაისის მერიის ერთობლივი ვიზიტის შესაძლებლობაც განიხილეს .

პროექტი რომელიც დამეგობრებული ქალაქების – ქუთაისის და ნიკეა-აგიო იოანის რენდის მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის განახლებას და დამეგობრების 40 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას ეხება 2022 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა მხარდაჭერილი და დიასპორული ორგანიზაციის – ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის ნანა თევდორაძის მიერ არის ინიცირებული.

პროექტის პირველი ნაწილი ქუთაისის დელეგატის და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის მხარდაჭერით ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში გასულ წლებში განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპი მიმდინარე წლის 26 ივნისს ნიკეა -აგიო იოანის რენდის მერიაში მერთან კონსტანტინოს მარაგაკისთან და ვიცე- მერთან აფროდიტი მალამასთან , პროექტის ხელმძღვანელის ნანა თევდორაძის და საქართველო საბერძნეთის მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტის ავთანდილ გიუნაშვილის შეხვედრით დაიწყო, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განახლდა.

შეგახსენებთ რომ ქუთაისსა და ნიკეას მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის მემორანდუმი 1985 წელს იქნა გაფორმებული და წელს 40 წელი სრულდება ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული მეგობრობის შეთანხმების გაფორმებიდან.

https://www.facebook.com/share/p/167k4LFQLL/

https://www.facebook.com/share/p/19dMWtotbi/