2025 წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე იქნა გაძევებული

0
813

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, 2025 წლის ივლისში უცხო ქვეყნის 115 მოქალაქე გააძევა საქართველოდან , ხოლო 2025 წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.