გერმანელი მემარცხენეები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებას ითხოვენ , ეს საკითხი მათ მიგრაციის და თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის და ბუნდესკოალიიციის მიერ ახალი ინიციატივების შეფასებისას წამოაყენეს.
გერმანიის მემარცხენე პარტია მიიჩნევს რომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო მესამე ქვეყნების კატეგორიიდან უნდა ამოიღონ ვინაიდან ისინი სრულად უსაფრთხო ქვეყნები არ არიან.
მემარცხენე პარტიის წარმომადგენელმა კლარა ბიუნგერმა მოუწოდა მმართველ კოალიციას, ჩაატაროს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიის ყოვლისმომცველი და სრულყოფილი გადახედვა : „საქართველო და მოლდოვა დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოს გერმანიის ხელისუფლებამ ამ სიიდან. მიზეზი კი აშკარაა – ადამიანის უფლებების არასტაბილური მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში. ” – აღნიშნავს მემარცხენე კლარა ბიუნგერი.
გერმანიის მემარცხენე პარტია ასევე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ჩეხეთის და მოლდოვის მხოლოდ ნაწილებს მიიჩნევს უსაფრთხოდ, დნესტრისპირეთის რეგიონს კი რომლებსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ შესაბამისად უსაფრთხოდ არ თვლიან .
ბიუნგერის შეფასებით ტუნისის და ალჟირის უსაფრთხო ქვეყნებად კლასიფიცირება მაშინ როდესაც ამ ქვეყნებში ერთსქესიანთა სექსუალური ურთიერთობები კანონით ისჯებადაუშვებელია. გერმანელი მემარცხენეების ლიდერების ქვეყნების უსაფრთხოდ კლასიფიკაცია ეწინააღმდეგება ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ძირითად კრიტერიუმს, კერძოდ კი მუხლს რომელიც აცხადებს რომ : ,,უსაფრთხო მესამე ქვეყნებად მიჩნეულმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ მთელი მათი მოსახლეობის უსაფრთხოება”.





















