Home სახელმწიფო

სახელმწიფო

საქართვრლოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ახალგაზრდა თანამემამულეებზე ზრუნვა და მათთან მჭიდრო კავშირების დამყარება წარმოადგენს. “საზაფხულო ბანაკი ერთ ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ყოველწლიურად ვახორციელებთ, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს ვუზიარებთ ჩვენს სითბოს და სიყვარულს, ჩვენი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებენ. მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკის განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე...
ქუთაისსა და ნიკეას მინიციპალიტეტებს შორის 40 წლის წინ ხელმოწერილი მეგობრობის მემორანდუმის განახლება და საიუბილეო თარიღის აღნიშვნა იგეგმება - ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საჯარო რელიზით იქნა დადასტურებული. როგორც დიპლომატიური მისიია იტყობინება საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძემ შეხვედრა ...
საქართველოს მთავრობა დიასპორულ ანსამბლებს ფინანსურად დაეხმარება და მათ კონკურსის საშუალებით საგრანტო პროექტებს დაუფინანსებს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.  როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“წარმოადგენს და საგრანტო პროექტების  მიზნები ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს.  აღსანიშნავია რომ,  2019 წლიდან სისტემატიურად ფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები , რასაც საქართვლოს მთავრობა ქართულ დიასპორაზე ზრუნვის საკონსტიტუციო ვალდებულებას შესაბამისად ახორციელებს და...
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. „მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ალიონა ჩხოტუა დანიშნა. ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა. ალიონა ჩხოტუა 1976 წელს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის...
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური საქმიანობის უფლების გაცემის მექანიზმი; შემუშავდება აღნიშნული სამუშაო...
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თორთლაძემ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარუდგინა. პროექტი ითვალისწინებს არსებული კანონიდან სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ამოღებას, რომელიც მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური...
ქალაქ ათენში საქართველოს საკონსულო ემიგრანტებს განცხადებით მიმართავს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ : ,,კლიმატური კრიზისებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს, სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული ხანძრის საფრთხის პროგნოზირების რუკის თანახმად, მიმდინარე პერიოდში ხანძრის ძალიან მაღალი რისკი (კატეგორია 4) არსებობს შემდეგ ტერიტორიებზე: 🔘ატიკის რეგიონი
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეების ჩამოფრენის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი იმყოფებოდა.