საქართველოს მთავრობა დიასპორულ ანსამბლებს ფინანსურად დაეხმარება და მათ კონკურსის საშუალებით საგრანტო პროექტებს დაუფინანსებს

0
940

საქართველოს მთავრობა დიასპორულ ანსამბლებს ფინანსურად დაეხმარება და მათ კონკურსის საშუალებით საგრანტო პროექტებს დაუფინანსებს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

 როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“წარმოადგენს და საგრანტო პროექტების  მიზნები ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

 აღსანიშნავია რომ,  2019 წლიდან სისტემატიურად ფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები , რასაც საქართვლოს მთავრობა ქართულ დიასპორაზე ზრუნვის საკონსტიტუციო ვალდებულებას შესაბამისად ახორციელებს და პროექტის დაწყებიდან დღემდე ასეულობით ანსამბლი და შემოქმედებითი ჯგუფია დაფინანსებული.

 2025წელს აღსანიშნავია, რომ  პირველად, პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა და  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, განახორციელონ კულტურული ღონისძიებები, პროფესიული მასტერკლასები და ტრეინინგები – ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარების მიზნით.

 გამარჯვებულთა გამოვლენა და მათი პროექტების და იდეების მთავრობის მიერ დაფინანსება მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

 განაცხადების მიღება განხორციელდება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: folk@mfa.gov.ge