საკვირაო სკოლა – ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ეწოდება არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის დანიშნულებაც არის ბავშვებისა და მოზარდების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის სხვადასხვა საჭირო უნარისა და კომპეტენციის მიწოდება და/ან მათი პოტენციალის გახსნა.
ქართულ დიასპორაში ტერმინი ,,ქართული საკვირაო სკოლა” გულისხმობს , ისეთ დაწესებულებას სადაც ხდება არაფორმალური განათლების პრინციპით სწავლება ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართული ენის , ქართული ლიტერატურის, საქართველოს გეოგრაფიის , ქართული თეატრის, მათემატიკის, ხატვისა და სხვა ტიპის თემატური წრეების საშუალებით.
იუნესკოს განმარტებით არაფორმალური განათლება არის „განათლება, რომელიც ინსტიტუციონალიზებულია, აქვს ამოცანები და განათლების მიმწოდებლის მიერ შემუშავებული გეგმა. არაფორმალური განათლების დამახასიათებელი თვისებაა, რომ მას აქვს დამატებითი, ალტერნატიული და შემავსებელი ფუნქცია ფორმალური განათლებისთვის, ინდივიდის მუდმივი განათლების გზაზე. ის ხშირად იღებს საკუთარ თავზე განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფუნქციას. არაფორმალური განათლება ყველა ასაკის ადამიანისთვისაა, თუმცა ის შეიძლება არ იყოს სტრუქტურირებული. შესაძლოა არაფორმალური განათლება იყოს ნაკლებად ინტენსიური ან ხანმოკლე, და როგორც წესი, იგი მოკლევადიანი კურსების, სემინარების ან ვორქშოპების ხასიათს ატარებს. არაფორმალური განათლება უმეტესად იძლევა ისეთ კვალიფიკაციას, რომელიც არ არის აღიარებული, როგორც ფორმალური კვალიფიკაცია, ეროვნული საგანმანათლებლო სისტემების მიერ. არაფორმალური განათლება შესაძლოა მოიცავდეს პროგრამებს ცხოვრებისეული უნარების, სამუშაო უნარების, სოციალური და კულტურული განვითარების მიმართულებით“.
საქართველოს მთავრობის დიასპორის სტრატეგიის მიხედვით პროგრამის „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ პრიორიტეტულად მხარდაჭერილია ისეთი ტიპის საკვირაო სკოლები და დიასპორული ცენტრების სადაც არაფორმალური განათლების პრინციპებით ხდება ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლა და ხელშეწყობა.
ამჟამად ქართულ დიასპორაში მოქმედებს ასზე მეტი ქართული ენის შემსწავლელი სხვადასხვხვა ტიპის ცენტრი : ქართული საკვირაოს სკოლის, ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის და ცენტრების სახით .
ქართული დიასპორის ერთ -ერთ ყველაზე დიდ დიასპორაში – საბერძნეთში წლების მანძნილზე არაერთი მსგავსი ცენტრი არსებობდა , ამჟმად ათენში ფუნქციონირებს 3 საკვირაო სკოლა და 2 ქართული ენის შემსწავლელი პროგრამა , რომელთაგან ერთ საქართველოს მთავრობა აფინანსებს და ის ბერძნულ საჯარო სკოლაშია განთავსებული.
გთავაზობს მათ ჩამონათვალს:
ა) ქართული საკვირაო სკოლები:
- დავით გურამიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა.
- ვახტანგ VI სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, რომლის დირექტორიც არის დარეჯან ღამბაშიძე, ხოლო სკოლის საბაზისო დიასპორული ორგანიზაცია: ,,ემიგრანტთა სათვისტომო “იბერია“ / ქართული სახლი.(ხელმძღვანელი: დარეჯან ღამბაშიძე) , სკოლის მისამართია ქ. ათენი . ვიქტორიას მოედანი N2 , l სართული. საკონტაქტო მონაცემები: ტელ: +30 69 96 42 01 01 / ელ-ფოსტა: d.gambashidze@gmail.com
- დავით გურამიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა. დირექტორი: თამარ აფციაური, სკოლის საბაზისო დიასპორული ორგანიზაციაა – ბერძნულ-ქართულ კულტურულ ასოციაცია. ხელმძღვანელი: ხათუნა ქარსაულიძე. მის: პატისიონი, 28 ოქტომბრის ქ. N 29, ll სართული. საკონტაქტო ნომრები: +30 69 99 76 60 60; +30 69 87 47 05 38; ელ-ფოსტა: qemcathens@yahoo.com
- ათენის ქართული საკვირაო სკოლა ,, ანა-ბანა“ დირექტორი: ავთანდილ მიქაბერიძე. სკოლის საბაზისო დიასპორული ორგანიზაცია: ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი კავკასია. გამგეობის თავმჯდომარე : ავთანდილ მიქაბერიძე. მისამართი: პატისიონის ქ. N81, “პლ. ვიქტორია”. ტელ.: +3021 0821 9579; +3021 0721 1226; +30 6999 640412 ელ. ფოსტა: caucasus.athens@gmail.com; info@caucasus.gr
ბ) ქართული ენის სწავლების პროგრამები და ცენტრები:
- ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კლასი. პროგრამის ხელმძღვანელი და მასწავლებელი : ნინო ფრუიძე. პროგრამის საბაზისო დიასპორული ორგანიზაცია: “Georgian Generation Group” ხელმძღვანელი: ანზორ შელია. მისამართი: ქ. ათენი . ვიქტორიას მოედანი N2 , l სართული. საკონტაქტო ნომრები. ტელ: +30 69 96 40 90 98 .ელ-ფოსტა: geogengroup@gmail.com
- ათენის 50-ე საჯარო სკოლის ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა. მასწავლებლები : ხათუნა ლობჟანიძე, მადონა ჯავახიშვილი. საქართველოს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სასწავლო პროგრამა. საკონტაქტო +302107489180 – საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში.





















