ქართველმა კრიმინალმა პაპის ქადაგებისას პილიგრიმს ტელეფონი მოპარა,შემდგომ კი ფულის გამოძალვა სცადა

0
680

იტალიის პოლიციამ, 29 ივლისს, საქართველოს მოქალაქე გამოძალვის ბრალდებით დააკავა. იტალიური მედიის ცნობით, ვატიკანში ციფრული მისიონერებისა და კათოლიკე ინფლუენსერების ღონისძიების დასრულების შემდეგ პიაცა რისორჯიმენტოზე, სადაც მორწმუნეებს თავად რომის პაპმა მიმართა და სადაც ასობით სამართალდამცველი იმყოფებოდა და უსაფრთხოების უმაღლესი მოქმედებები იყო გატარებული,  ღონისძიებაში მონაწილე ქალს ქართველმა ახალგაზრდამ ტელეფონი მოპარა. 

მას შემდეგ, რაც ქალმა აღმოაჩინა რომ ტელეფონი არარ ჰქონდა, საკუთარ ნომერზე სხვა ტელეფონით დაკავშირება სცადა. დამნაშავემ ტელეფონის დაბრუნების სანაცვლოდ 900 ევრო მოსთხოვა, შეხვედრის ადგილიც დაუთქვა. დაზარალებული, ადგილზე, პოლიციასთან ერთად მივიდა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქე გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

წყარო :ERMES.TV