ქართველი ლეგიონერი საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია

0
535

ქართველი ლეგიონერი საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრების მცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა – ინფორმაციას იტალიის სერია A-ს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.„ჩვენი დაცვის აწმყოსა და მომავლის გარანტია – საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ახალი ფეხბურთელია, მან კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის თანამედროვე მცველია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით, ამავდროულად, ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია.

მან „ემპოლიში“ თავი გამოიჩინა, როგორც სერია A-ს ბოლო სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა.