საბერძნეთის სუპერლიგის კლუბმა „ლამიამ“ 26 წლის ქართველ თავდამსხმელთან, ბაჩანა არაბულთან კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, არაბულმა კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ, რომ „ლამიაში“ ჩავირიცხე. მოუთმენლად ველი, რომ გუნდის ფორმა მოვირგო და გულშემატკივრები და ქალაქი გავახარო. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ...
საფრანგეთში ქართველი სპორტსმენი ტრაგიკული შემთხვევით გარდაიცვალა. 26 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ის "გროლეს" მოთამაშე იყო (საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია) და "ლავორთან" მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა. მისმა თანაგუნდელებმა შოკისმომგვრელი ამბავი თამაშის დაწყებამდე გაიგეს, როცა ტრადიციული სადილისთვის შეიკრიბნენ.
ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულის ოჯახს და კლუბს მიუსამძიმრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,...
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის.
გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა. ქართველმა სპორტსმენმა დაახლოებით 17,800 ხმა მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი.
ქალებს შორის...
8 სექტემბერს მიუნხენში კულტურათაშორისი საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის სხვადასხვა ორგანიზაციების საფეხბურთო ჯგუფები იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობას გერმანიის ქართული სათვისტომოს გუნდი F.C. GEORGIA MÜNCHEN იც მიიღებს.
ტურნირი გაიმართება 10 დან 15 საათამდე პატარა მოედნებზე 6 კაციანი შემადგენლობით.
მატჩები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Schwere-Reiter-Str. 13, 80637 München
ოთარ კაკაბაძე „ლუცერნმა“ დაიმატა – ამის შესახებ შვეიცარიულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა და ქართველი ფეხბურთელი წარადგინა. „ლუცერნის“ ცნობით, „ხიმნასტიკიდან“ დამატებულმა საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შვეიცარიული მედიის ცნობით, „ლუცერნს“ ეს ტრანსფერი 500 ათასი ევრო დაუჯდა.„ოთარის ტრანსფერით მარჯვენა ფლანგზე გავძლიერდით. კაკაბაძე ახალგაზრდა და წარმატებაზე მომართული მოთამაშეა....
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება. მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა.
მიხეილ ბატიაშვილის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იქნება. მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან: ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე.
სპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოღვაწე მოკრივე, ქვემო სვანეთის სოფელ ბაბილის მკვიდრი, ირაკლი ქურასბედიანი, დღეს საფრანგეთის ქალაქ ბეზიერში მედიტერანეს ქამარზე გამართავს ბრძოლას. ბრძოლა საფრანგეთის დროით 11 საათზე გაიმართება.
ირაკლი ქურასბედიანს მოყვარულ მოკრივეებს შორის მოგებული აქვს ესპანეთის თასი, მეგობრობის საერთაშორისო ტურნირი და რამოდენიმეჯერ კატალონიის რეგიონის ტურნირი.
წყარო:https://newsmedia.ge/
ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა.
გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი.
თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა, უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან პატრულისა და ათეულობით...
matchtv.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველების ხუთეული დაასახელა და მათგან ორი ქართველი აღმოჩნდა – საბა კვირკველია და გიორგი ჯიქია.
მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველი კვირკველია Matchtv.ru-მ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელა, ხოლო რუსეთის ნაკრებისა და “სპარტაკის” უკანახაზელი ჯიქია – მეხუთეზე გაიყვანა.
„საჩემპიონო გასახდელში “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველის როლი ყველაზე საინტერესოდ ახსნა: “შენ გარეშე...































