საფრანგეთში ქართველი სპორტსმენი ტრაგიკული შემთხვევით გარდაიცვალა. 26 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ის “გროლეს” მოთამაშე იყო (საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია) და “ლავორთან” მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა. მისმა თანაგუნდელებმა შოკისმომგვრელი ამბავი თამაშის დაწყებამდე გაიგეს, როცა ტრადიციული სადილისთვის შეიკრიბნენ.
ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულის ოჯახს და კლუბს მიუსამძიმრა.