ტრამპმა ქალთა სპორტში მონაწილე ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემა აკრძალა

0
757

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქალთა სპორტში მონაწილე ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემა აკრძალა. ცნობა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

მიღებული გადაწყვეტილებით ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

„უსაფრთხოების, სამართლიანობის, პატივისცემისა და სიმართლის საკითხია, რომ მხოლოდ ქალი სპორტსმენები მიიღებენ ვიზას აშშ-ში ქალთა სპორტში მონაწილეობის მისაღებად. ტრამპის ადმინისტრაცია იცავს იმ ჩუმ უმრავლესობას, რომელიც დიდი ხანია საღი აზრის მოწინააღმდეგე მემარცხენე პოლიტიკის მსხვერპლია“, – აღნიშნულია აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის უწყების განცხადებაში.