ისტორიკოსთა ქართულ-რუმინული კომისია ერთობლივ მუშაობას იწყებს

0
2383

,,ორშაბათს მუშაობას დაიწყებს ისტორიკოსთა ქართულ-რუმინული კომისია, რომელიც 300 წლოვან ქართულ-რუმინულ ურთიერთობათა ისტორიიდან გარკვეულ საკითხებს შეისწავლის, დაწყებული ანთიმოზ ივერიელის, ვახტანგ VI და კონსტანტინე ბრინკოვიანუს ურთიერთობიდან, დამთავრებული გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც რუმინეთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.” – განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. ქართველი დიპლომატი რომელიც თავადაც აქტიურად იკვლევს არაერთ ისტორიულ საკითხს იმედოვნებს რომ ისტორიკოსთა ქართულ-რუმინულმა კომისია ნათელს მოჰფენს სხვა ჩვენთვის დღემდე უცნობ დეტალებს ქართულ-რუმინული ურთიერთობიდან.