ახალგაზრდა პოლიტიკოსი, იურისტი, ემიგრაციისა და დიასპორის საკითხთა საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი, სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და თანამედროვე ქართული პოლიტიკური კლასის ფორმირებისთვის ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრები ხალხის წიაღიდან ახალი ლიდერების გამოკვეთის საჭიროებაზე აქცენტს აკეთებს. დიასპორის მთავარი საინფორმაციო სააგენტო ირაკლი ღლონტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
,, საქართველოს მომავალი ლიდერები უნდა გამოჩნდეს ჩვენი ხალხის შემადგენლობიდან და სწორედ ამ ადამიანებმა უნდა შეცვალოს მახინჯი რეალობა ! ამ ადამიანებმა უნდა ჩაანაცვლოს სხვადასხვა ქვეყნის სპეც სამსახურების მიერ დამუშავებული და კომპრომატირებული კადრები, მათ შორის ის კადრებიც, რომლებიც უკვე სამზადისში არიან ,,ქართული ოცნებიდან” გადაპორტირებისთვის და ფიქრობენ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღებია პორტირებები, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის აშკარა პოტენციური მოღალატეების დიდი რიგი, რომლებსაც აუცილებლად იხილავს ჩვენი საზოგადოება ამ ამპლუაში ! ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ღალატობენ ხალხს და ხვალ აუცილებლად, პირველები უღალატებენ მას ! ხალხის მასიდან წამოსულმა ადამიანებმა – ნამდვილმა ლიდერებმა უნდა შეძლოს ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება ყველა სახელისუფლებო შტოში, პირველ რიგში კი სასამართლო ხელისუფლებაში და მანკიერი მაფიოზური სისტემა გადააბაროს ჯერ კიდევ ნამუს გაუსხვისებელ, მდიდარი პრაქტიკის მქონე ღირსეულ ქართველ მოსამართლეებს, ვინც ათწლეულების მანძილზე რუდუნებით ელოდება სრულ თავისუფლებას სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის !
ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც მიტოვებული გვყავს მაფიოზების ამარა და ბოლო დროს მათ ზურგი აქცია პრეზიდენტმა, ხელისუფლებამ და სხვათაშორის NGO სექტორმაც კი ! ამ ხალხმა უნდა შეძლოს ჩვენს წარმატებულ დიასპორელებთან ერთად ქვეყნის თანამედროვე და სწორი კურსით მართვა, სწორედ ემიგრაციაში მყოფი ქართველი ხალხის გამოცდილების და ცოდნის საფუძველზეა შესაძლებელი საქართველომ შეძლოს ისტორიული მისიის შესრულება, საბოლოოდ გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი და მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, მშვიდობიანი და პრაქტიკული, სწორი ნაბიჯებით მოახდინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილი თანამოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნება !
სწორედ, ჩვენი ხალხის მასიდან წამოსული ლიდერები და მსოფლიოში მიმოფანტული ქართველი ხალხი ერთიანი ძალისხმევით შეძლებს პოსტ საბჭოთა საქართველო ტრანსფორმირდეს ნამდვილ, ეროვნული ტრადიციების და მდიდარი ისტორიის მქონე თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ! და ეს მოხდება ისე, სამართლიანად და სინქრონულად, რომ მისაღები და მისაბაძი ვიქნებით ნებისმიერი ევროპული თუ სხვა სახელმწიფოსთვის ! სასურველი პარტნიორი ნებისმიერი ერისთვის ! სამაგალითო სხვა, უხუცესი მცირე ხალხისთვისაც ! სწორედ ემიგრაციაში დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება, უნარები, მათ შორის დროის ფასი, ფულის ფასი და შეუფასებელი კონტაქტები მოგვცემს შესაძლებლობას საქართველო გახდეს მიმზიდველი როგორც საინვესტიციო საქმიანობისთვის, ისე უალტერნატივო დასაყრდენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის, რომელთა ის ნაწილი, ვინც უარს განაცხადებს კანონგარეშე სეპარატისტულ რეჟიმზე, მიიღებს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ერგება ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს !
დანარჩენები კი თავიანთი კრიმინალური ცხოვრების წესის გამო განთავსდებიან კომფორტულ და დემოკრატიულ ქართულ ციხეებში ! ხალხის მასიდან წამოსული ლიდერები შეძლებს ხალხის ყველა პრობლემის, ყველა ტკივილის გაანალიზებას და ყველა გამოწვევის დროულ გადაჭრას, რადგან ნებისმიერი ტკივილი იქნება საერთო და იდენტური ! ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს უნარი საკუთარი შრომის საფუძველზე შექმნან იმ მასშტაბის დოვლათი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოსახლეობას და არ ვიდგებით მდარე, გადაუმოწმებელი იმპორტირებული პროდუქტის და მისგან გამომდინარე სიცოცხლისთვის არსებითად საშიში დაავადებების რისკის ქვეშ, უფრო მეტიც სიკვდილ – სიცოცხლის ზღვარზე, ისე, როგორც ახლაა ჩვენს ქვეყანაში და ხალხი გვეხოცება სიმსივნით !
ვისაც უნდა ისე ჩათვალოს,მაგრამ ეროვნულ- გამათავისუფლებელი მოძრაობის საჭიროებას ისე ვხედავ, როგორც თქვენდამი ფართო სამსჯავროზე გამოტანილ ამ პატარა წერილს. ვხედავ საჭიროებას, თითოეულმა ჩვენგანმა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ აიღოს ქართული სახელმწიფოს აწმყო-მომავალი, ასევე ყველა ის მწვავე საკითხი და მისი მოგვარების გზები, რომელიც ჩვენი მრავლისმნახველი ქვეყნის და ხალხის წინაშე დაუძლეველ ძალად არის აღმართული უკვე მესამე ათწლეულის მანძილზე ! საქართველოს წარსულში დაბრუნება დაუშვებელია, საქართველოს აქვს უფლება სრული სვლით იაროს მხოლოდ წინ ! ჩვენ არ გვჭირდება გაბოროტებული, მტრულად განწყობილი და დაბინძურებული გონების მქონე კადრების მენეჯმენტი, ჩვენ გვჭირდება ახალი, ლაღი და საღი აზრებით სავსე ქართველი ინტელეტუალი პატრიოტების მმართველობა ! სრულიად ახალი და თანამედროვე პოლიტიკური კლასი, წრეზე მრავალგზის ნაბრუნი, წარუმატებელი და უუნარო პოლიტ.თაღლითების ნაცვლად !
დიახ, ინტელექტუალი პატრიოტები, ხმამაღლა მოუბარი, ჩოხით პოპულისტურად მოსიარულე კოლაბორაციონისტების ნაცვლად ! ჩოხა იდეაა, ჩოხა წარსულიც, აწმყოც და მომავალიცაა, ოღონდ მართალი ხალხის ტანზე ! ხალხის მასიდან წამოსული, თავად ხალხის მიერ აღიარებული ლიდერების და უცხო ქვეყნებში მყოფი ინტელექტუალური ქართული რესურსის სინქრონიზებით ჩვენ შევძლებთ არა ვაი-პატრიოტულ, არამედ პრაგმატული, ქართული, მსოფლიო ცივილიზაციისთვის მისაღები ქართულ-დასავლური” – აცხადებს ირაკლი ღლონტი.