7 ოქტომბერს ათენში ბელა ალანიას შემოქმედებითი საღამო შედგება

0
2216

7 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქში,სადაც ქართველი ემიგრანტების რაოდენობრივად ერთ -ერთი ყველაზე დიდი დიასპორაა, ბელა ალანიას შემოქმედებითი საღამო შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოს მთავარი ლეიბორისტის და პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის მეუღლე არაერთი ნაწარმოების ავტორია, სულ ახლახანს შედგა მისი შემოქმედების ახალი კრებულის“მოვალ შენამდე” პრეზენტაცია.

ბელა ალანია არასამთავრობო ორგანიზაცია „დედაშვილობის“ თავმჯდომარე და მწერალთა კავშირის წევრიცაა.