ქუთაისიდან ათენის,მილანის და ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენები არ აღდგება

0
3865

ქუთაისიდან ათენის, მილანისა და ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენები არ აღდგება.

საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით ფრენის შესრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ კატოვიცის (ICAO- ის კოდი EPKT);
ვილნიუსის (ICAO- ის კოდი EYVI) და დორტმუნდის (ICAO- ის კოდი EDLW)
აეროპორტების მიმართულებით.

რაც შეეხება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისების შეჩერება 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან ასვე აღარ გავრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის ესენია- ვარშავა (ICAO-ის კოდი EPWA); ათენი (ICAO-ის კოდი LGAV); მილანი (ICAO-ის კოდი LIME); ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM); ვენა (ICAO-ის კოდი LOWW); ბერლინი (ICAO-ის კოდი EDDB); და დოჰა (ICAO-ის კოდი OTHH);

შეგახსნებთ რომ საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 1 ნოემბერს ათენიდან თბილისისკენ  ჩარტერული რეისით წასვლის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო 2 ნოემბერს ბორტი A34897 – 05.30 სთ-ზე (გამთენიისას) თბილისი – ათენი მიმართულებით 180 მდე მგზავრს მოემსახურება.