როდის უქმდება კარანტინი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

0
1972

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში უცხოეთიდან შემოვლენ, დიდი ალბათობით, უკვე ხვალიდან სავალდებულო კარანტინს აღარ დაექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

„რაც შეეხება უკვე დაანონსებულ ცვლილებას საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით აუცილებელი კარანტინის მოთხოვნის გარეშე, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ PCR ლაბორატორიული ნეგატიური ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში და ეს იქნება საკმარისი, ნაცვლად სავალდებულო კარანტინნისა. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კითხვაზე, რამდენდღიანი იქნება თვითიზოლაცია, ნათია თურნავამ  უპასუხა, რომ სავარაუდოდ, 12-დღიანი, თუმცა, მისი თქმით, ამაზე ეპიდემიოლოგები გასცემენ უფრო ზუსტ პასუხს.

მინისტრის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს სხვადასხვა მიზეზის გამო არ აქვს საშუალება, ჩაიტაროს PCR ტესტი ქვეყანაში შემოსვლამდე, მას სახელმწიფო კვლავაც უფასოდ მოემსახურება საკარანტინო სივრცეში განთავსებით.