თესალონიკში არჩევნები მერიის შენობაში ჩატარდება

0
883

2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ქ. თესალონიკის მერიის შენობაში, შემდეგ მისამართზე: ვასილეოს გეორგიუ A’1, საფოსტო ინდექსი: 54 636. არჩევნები გაიმართება დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს ნოდარ კომახიძესა და ქ. თესალონიკის მერიის გენერალურ მდივანს ეფთიმიოს ფოტოპულოსს შორის გამართულ შეხვედრაზე.დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დარეკოთ ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ნომრებზე: +(30) 2310 42 90 90; ცხელი ხაზი: +30 6973462002; + 30 6955737000;