საქართველოს მოქალაქის პასპორტის საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ღირებულების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ღირებულებასთან გათანაბრების და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბერის № 508 დადგენილების გადახედვის ერთ-ერთი ინიციატორი ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი, იუსიტიის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აქციას,რომელიც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან 15 ივლისამდე პასპორტების ფასდაკლებით...
როგორც საბერძნეთ-საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციიდან გვაცნობეს 17 დეკემბერს,ათენში სტუდენტები და ახალგაზრდები ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ემიგრანტისთვის ნარგიზა ყულუმბეგაშვილისთვის თანხის შეგროვებას დაიწყებენ,რომელსაც აღნიშნული თანხა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის, მედიკამენტების შესაძენად და სამედიცინო გამოკვლევებისთვის ესაჭიროება.
ახალგაზრდების ჯგუფები კვირას , 17 დეკემბერს 14:00 სთ-დან ათენში , ომონიაზე ვილარას და ზინონოს ქუჩებზე იქნებიან განლაგებულები.
...
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ციფრი 2017 წელს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2016 წელს.
როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამ განუცხადა, აღნიშნულ სტატისტიკას საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ითვალისწინებენ.
„ჩვენთვის ვიზალიბერალიაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმალური რისკები და საფრთხეებიც...
ბელგიის და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში სოლიდარობის აქციის ჩატება დაანონსეს , ორგანიზატორები განცხადებაში აღნინავენ: ,, ჩვენი თანამემამულეების ერთად გვერდში დგომით, კვირას 2 საათზე, ბრიუსელში, ლუქსემბურგის მოედანზე გაიმართება, ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერი აქცია, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ბელგიაში მცხოვრებო ქართველებო გთხოვთ შემოგვიერთდით, ნუ დარჩებით სახლებში, დღეს ჩვენი ქვეყნის და მისი...
რუსეთის საინფორმაციო არხზე რადიოსადგურ "გოვორიტ მოსკვა”-თან ინტერვიუში, მელაზემ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქებაზე, განაცხადი უკვე შეიტანა, მაგრამ ამავე დროს დაამატა, რომ ეს არ ნიშნავს, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას.
"მე ამ ფაქტს არ ვმალავ. თუმცა, ეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ჩემი ქმედებები რუსეთისა და საქართველოს კანონებს არ ეწინააღმდეგება“, - განუაცხადა მელაძემ.
მომღერალმა...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკარანტინო პირობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს: ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში,...
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მომხრეა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამრღვევების მიმართ საკანონმდებლო რეგულაციები გამკაცრდეს..
„ეს ის სიკეთეა, რომელსაც გონივრული და სამართლიანი გამოყენება სჭირდება იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც ამ რეჟიმს არ არღვევს და ამას არც განიზრახავს. უვიზო მიმოსვლა დაწესებული რისთვის იყო და ამას ქვეყნისთვის რამხელა სიკეთის...
,, ათი წლის ემიგრაციის შემდეგ შარშან პირველად ვეწვიე ჩემს სამშობლოს დიასპორის სამინისტროს მოწვევით. ეს გახლდათ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღეები. წელს ,,წარმატებული ემიგრანტი ქალის"(პროექტის ავტორი ქალბატონი ინნა ასანიძე) დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად უკვე ჩემი სურვილით ჩავედი და რადგან ჩავედი, მეც გადმომეცა მადლობის სიგელი . ისევ სიხარული და აღიარება. ემიგრანტს მეტი რა...
“ჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო – განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად, ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მაქსიმალურად დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც...
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით შენგენის ზონის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებსგულისხმობს, კერძოდ - 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. შენგენის ქვეყნებში უწყვეტად 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ უნდადატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) გასვლის შემდეგ.
მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული,ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები /ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტისხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.უვიზო რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ანსხვა მიზნით. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ამჟამად არ განიხილება, თუმცა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევისა და თავშესაფრის პროცედურებით ბოროტადსარგებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს საკითხი წამოიჭრას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიონ მხოლოდ კანონიერი გზა ევროპაშიგასამგზავრებლად და არ გამოიყენონ თავშესაფრის პროცედურები არაკანონიერი მიზნებისთვის. საქართველომ რთული და გრძელი გზა გაიარა, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება მოეპოვებინათ. ეს საერთო მონაპოვარია, რომელსაც ერთად უნდა გავუფრთხილდეთ".

































