სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები საჭიროა, რათა ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც უვიზო რეჟიმის პირობებით კეთილსინდისიერად სარგებლობენ, მომავალში დაცულები იყვნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ცვლილებები, რომლებიც უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ეხება, ევროკავშირთან შეთანხმებულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობაში ასახავს. „ეს ცვლილებები...
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს, რის გამოც კანონპროექტის ინიციატორებიდან საკუთარი ხელმოწერის ბათილად ცნობას ითხოვს. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა, რომლის ერთ-ერთ ავტორად, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად, ზვიად კვაჭანტირაძეც იყო მითითებული. პირველ არხთან საუბარში კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ პროექტი უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე...
   ქ.ნიუ-იორკი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგო ვალმსტრომთან. მინისტრების შეხვედრა გაერო-ში გენერალური ასამბლეის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. მიხეილ ჯანელიძემ და მარგო ვალსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა,  განსაკუთრებით წარმატებულად შეფასდა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად რაც საქართველოს...
საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი იურისტის და არასამთავრობო ორგანიზაცია AFG -ს  აღმასრულებელი დირექტორის ნუგზარ სულაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 22 აპრილს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, ხმა მისცა იმიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონპროექტს. ახალი კანონით  შემცირდა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა დოსიეს განხილვის ვადა და 11 თვის ნაცვლად განისაზღვრა 6 თვე. ცვლილებები შეეხო ასევე ქვეყნიდან გაძევების...
,, ამა წლის 17 მაისს ქ. ბარიში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და ასოციაცია A.I.S. და მასთან არსებული ბარის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით ეწყობა შეხვედრა ბატონ გიორგი კეკელიძესთან და საქართვლოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან. პირველ რიგში ავღნიშნავთ რომ ამ შეხვედრის მიზანია ქ. ბარიში ქართული ბიბლიოთეკის მხარდაჭერა რომელიც ასოციაციის და...
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის , გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მიუნხენის ქართული სამრევლოს  წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე საჯაროდ წერს რომ უცხოეთში არსებულ სამრევლოებს დაფინანსება საერთოდ არ აქვთ და ამ მხრივ ყურადღებას საჭიროებენ: ,,კვლავ 0 თეთრი დახმარება გერმანია-ავსტრიის სამრევლოებს ! ისევ 26 მილიონი წლიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებს, კიდევ დამატებით...
18 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში,  გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა მინსკში მყოფ ქართველ კლინიკურ ორდინატორებთან. შეხვედრისას ელჩი გაეცნო ორდინატორების სწავლისა და პრაქტიკის გავლის პროცესს ბელარუსის სხვადასხვა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, დაინტერესდა მათი ბინადრობის პირობებით. ორდინატორებმა ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია ბელარუსში კლინიკურ ორდინატურაზე მოქმედ პროგრამებთან და კურსებთან დაკავშირებით,...
საქართველოს მოქალაქის პასპორტის საერთო ტარიფის დადგენის მოთხოვნით ხელმოწერების მასშტაბური კამპანიის დაწყების შესახებ განცხადება, დღეს ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გააკეთა. მის  მიერ გაკეთებულ განცხადებაში  22 აპრილს ათენში ორგანიზებული აქციაა დაანონსებული: ,,ყველა ტექნიკური დეტალი მზადაა კვირას ხელმოწერების მაქსიმალურად მეტი რაოდენობის შესაგროვებლად, დაბეჭდილია 1200 ხელმოსაწერი მიმართვა. დარჩენილია მხოლოდ თქვენი...
"სასტარტო კაპიტალის პროგრამის ბენეფიციარი რამდენიმე ჯგუფი იქნება, მათ შორის ემიგრანტებიც", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ტექნოპარკში განუცხდა. ბახტაძის თქმით, კომერციულ ბანკებზე "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა" მხოლოდ დადებითად აისახება. "ჩვენი ბენეფიციარები პირველ რიგში ესენი იქნებიან მცირე მეწარმეები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არიან რეალურ სექტორში, მაგრამ ამასთან ერთად, ამ...
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული თანამემამულეებისთვის საქართველოში პანსიონატების შექმნის ინიციატივით გამოდის. ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, დღეს მოქმედი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამა ვიწრო სოციალური პროექტია და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს. “პროგრამა ძირითადად ემსახურება დაბრუნებულ ემიგრანტთა სოციალურ მიზნებს, რაც საკმარისი არ არის....