იტალიას მეტი მუშაობა და ნაკლები კორუფცია სჭირდება – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროკავშირის მიმართ ბრალდებების ნაცვლად, იტალიელებმა სამხრეთის ღარიბ რეგიონებში ვითარების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ.
„ძალიან მიყვარს იტალია, მაგრამ ვეღარ მივიღებ ბრალდებას, რომ იტალიის სამხრეთში არსებული მდგომარეობა ევროკავშირის არასაკმარისი დახმარების ბრალია. იტალიელებმა ღარიბ რეგიონებს უნდა მიხედონ,...
ორტუგალია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ პორტუგალიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პორტუგალიის მთავრობა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და...
შენგენის ზონის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შედეგად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი 15 პოზიციით დაწინაურდა.
პასპორტების რეიტინგს საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ი აქვეყნებს.
რეიტინგის თანახმად, 199 ქვეყანას შორის საქართველო 53-ე ადგილზეა, წინა რეიტინგში კი 68-ე ადგილზე იყო.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან განმარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ.
პასპორტების ინდექსში გერმანია ლიდერობს, მეორე ადგილზე სინგაპურია.
რეგიონის...
https://www.youtube.com/watch?v=5bkNBJ5CzKc&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=9RqlBmPca88
გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს საქართველოც შეუერთდა. ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულირებადი მიგრაციის შესახებ მსოფლიო პაქტი მარაქეშში გაერო-ს კონფერენციაზე 164-მა სახელმწიფომ გუშინ დაამტკიცა.
34-გვერდიანი შეთანხმება მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.
164-მა სახელმწიფომ მიგრაციის შესახებ მსოფლიო...
საქართველოს მოქალაქის პასპორტის საერთო ტარიფის დადგენის მოთხოვნით ხელმოწერების მასშტაბური კამპანიის დაწყების შესახებ განცხადება, დღეს ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გააკეთა. მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში 22 აპრილს ათენში ორგანიზებული აქციაა დაანონსებული: ,,ყველა ტექნიკური დეტალი მზადაა კვირას ხელმოწერების მაქსიმალურად მეტი რაოდენობის შესაგროვებლად, დაბეჭდილია 1200 ხელმოსაწერი მიმართვა. დარჩენილია მხოლოდ თქვენი...
2019 წლიდან ევროკავშირის ახალი პროგრამით საბერძნეთის,უნგრეთის და ლატვიის აეროპორტებში მგზავრებს სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ. 4,5 მილიონიან პროექტს iBorderCtrl ჰქვია და მისი მიზანი ოფიციალურად ევროკავშირის საზღვრებთან შეყოვნების დროის შემცირებაა. პროექტის ავტორების განცხადებით ხელოვნური ინტელექტის მქონე სიცრუის დეტექტორები დანაშაულთან და ტერორიზმთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება.
პირველი ეტაპის შემდგომ გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, გერმანია და კვიპროსი ასევე გეგმავენ...
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა.
"თქვენ დღეს უნდა იყოთ სწორედ აქ, სადაც სამშობლო ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის...
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი “იდეების კონკურსს” აცხადებს, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, პრიორიტეტების ფარგლებში პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად წარმოადგენენ. შემოსულ პროექტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო განიხილავს...
ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ.კაიროში ღონისძიება “ქართული საღამო“ გაიმართა. საღამოს ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს მდიდარ კულტურას, ტრადიციებს და ქვეყნის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ეროვნული სამოსისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესგარემოს, ტრადიციებისა და კულტურის ამსახველი საინფორმაციო მასალა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტული პოტენციალის...

































