"დღეს, უზბეკეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ, წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დამასახელა. მადლობა ყველას, პირველ რიგში კლუბს და ფეხბურთელებს, ასევე მათ ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა" - ეს პოსტი საკუთარ სოციალურ გვერდზე ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა შოთა არველაძემ გაავრცელა. იგი უზბეკეთში დღეს აღიარეს. ქართველის გარდა,...
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე ერთიანობას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. „ამ საკითხთან მიმართებაში არსებული პოზიციები არ შეცვლილა“, - განაცხადა მერკელმა. მისივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე დგას „ნათელი ამოცანა“ – 2018 წლის ივნისამდე გააგრძელონ მუშაობა ამ პრობლემის მოგვარებაზე. ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანა უკვე...
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და ახალი და საინტერესო ინიციატივით გამოდის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორასთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის მიზნით, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის დაწესდა კონკრეტული თარიღები. ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრების...
  – ყველამ იცის, ვინ არის მამუკა ათენში, ვინც შოუბიზნესთან არის დაკავშირებული. საქართველოდან მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, ასე როგორ მოექეცი ეკასო. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეკას გაკეთებული განცხადებები მტკნარი სიცრუეა. – მაშ, თქვენი ვერსია გვიამბეთ... – ათენში არსებული ორგანიზაცია ქართველთა საკრებულო, ათენის ქართველთა სახლი დამეთანხმება, რომ ეკას მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა არის...
ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ, დავიცვათ მიგრანტთა სიცოცხლე, უსაფრთხო და ლეგალური გზა ევროპისკენ, – აქცია ამ ლოზუნგით ბრიუსელის ცენტრში გაიმართა. ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის შენობის წინ 3000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირს რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქციაზე იმ მიგრანტთა სახელები წაიკითხეს, რომლებიც სამშობლოდან საომარ მოქმედებებს გამოექცნენ, ევროპულ ქვეყნებში შესვლა ვერ მოახერხეს და გზაში დაიღუპნენ. დემონსტრაცია...
ათენში მოღვაწე ქართველი მღვდელმსახური არქიმანდრიტი თეიმურაზ -სინესიოს კალანდაძე ფაზისის აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. ამ მოვლენას მამა თეიმურაზიც გამოეხმაურა : ,, ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გმირი იყო აკადემოსი. მისი სახელი ეწოდა ათენის შემოგარენ მხარეს (დღეს ეს ადგილი უკვე ათენის ცენტრია). ამ ადგილას პლატონმა დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 387 წელს დააარსა რელიგიურ-ფილოსოფიური კავშირი და...
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა  ვებ-გვერდი: https://www.geoconsul.gov.ge   რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში. ვებ-გვერდი https://www.geoconsul.gov.ge შეიცავს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ არაერთ  საჭირო ინფორმაციას. ვებ გვერდის  საშუალებით გამარტივდა ასევე მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურებათა მიღების პროცესი, ვინაიდან შესაძლებელია ეს...
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის უნდა დაუკავშირდეთ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს: ტელეფონი:(+995) 32 243 11 00; (+995) 32 231 13 37 ელ. ფოსტა:reintegration@mra.gov.ge მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო. https://www.youtube.com/watch?time_continue=29&v=yLVxYx-y5uI
სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოდან ინფორმაციით, კერძო სახლში თურქეთის მოქალაქის და საქართველოს მოქალაქის ცხედრები იპოვეს და ორივენი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული. საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. „გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით...